საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებებისთვის მიხეილ სააკაშვილს ხელი ჯერ არ მოუწერია

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებებისთვის საქართველოს პრეზიდენტს ხელი ჯერჯერობით არ მოუწერია. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში განმარტავენ, რომ დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილს ხელმოსაწერად გაეგზავნება საბოლოოდ რედაქტირების შემდეგ. ამ სამუშაოს დასრულების დღე ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ერთ კვირაში უნდა მიიღოს პრეზიდენტმა, რომელსაც თავის მხრივ, დოკუმენტის ხელმოსაწერად 10-დღიანი ვადა აქვს. საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების პროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 ოქტომბერს დაამტკიცა.