სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ჩხობაძე

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე

18 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე. მან კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებზე ილაპარაკა. 17 ოქტომბერს კლიმატის ცვლილებების შესახებ კვირეული საქართველოშიც დაიწყო. ჩხობაძე ამბობს, რომ საქართველო მეტი ზრუნვით უნდა მოეკიდოს მის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებს და მეტი ყურადღებით - ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობის საკითხს.