გიგა ბოკერია: ნებისმიერი ტერიტორიის დეოკუპაციას დადებითად ვაფასებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერიამ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა ცნობა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე გაკეთებული განცხადებით, რუსი მესაზღვრეები საჩხერის რაიონის სოფელ პერევს დატოვებენ. მანამდე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ განცხადება პერევის დეოკუპაციის საკითხზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-13-ე რაუნდზე გააკეთა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. სანაკოევის თქმით, კარასინმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პერევის ფარგლებს გარეთ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში გაიყვანონ მესაზღვრეები, რომლებიც იქ არიან განთავსებული... როდის იქნება ეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში მოხდება“.

მოგვიანებით შესაძლებლობა მოგვეცა, ინტერვიუ ჩაგვეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიასთან. მას ჟენევაში ტელეფონით დავუკავშირდით, და თავდაპირველად ვკითხეთ, ადასტურებს თუ არა ცნობას, რომ რუსი მესაზღვრეები სოფელ პერევის დატოვებას აპირებენ.