ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის უვიზო რეჟიმის დაწესების გამო, დღეს შეშფოთება გამოთქვა პარტიამ ”საქართველოს გზა". მისი განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიმართულია რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვისკენ და რეგიონს დესტაბილიზაციის ახალ საფრთხეს უქმნის. სალომე ზურაბიშვილის პარტიის შეფასებით, საქართველოს საზღვარზე ჩრდილოკავკასიელთა თავისუფლად გადაადგილება რუსეთმა შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ტერორისტების მფარველად საქართველოს წარმოჩენისთვის, რაც დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის. ”საქართველოს გზა” მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმის დაწესების მსგავსი ინიციატივები არ ქმნის კავკასიის ერთიანობის წინაპირობებს და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ კავკასიელ ხალხსაც.