ბოსნიის ხელისუფლებამ გააუქმა ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლისთვის მიცემული უფლება, გადაიღოს ფილმი ამ ქვეყანაში. მიზეზად ფილმის თემა დაასახელეს. ფილმი, ჯოლის, როგორც რეჟისორის დებიუტი, 1992-95 წლების ბოსნიის ომის დროის სასიყვარულო ისტორიაა. სარაევოს მედიის თანახმად, მთავარი გმირია, მაჰმადიანი გოგონა, რომელსაც გააუპატიურებს სერბი ჯარისკაცი, რომელიც მას შემდეგ შეუყვარდება. მაჰმადიანურ-ხორვატული ფედერაციის კულტურის მინისტრმა, გავრილო გრაჰოვაჩმა განაცხადა, რომ ჯოლის ფილმის გადაღება აკრძალეს მას მერე, რაც გაერთიანება „ქალები - ომის მსხვერპლის“, აქტივისტებმა გამოთქვეს აზრი, რომ ფილმი დამატებით ემოციურ ტკივილს მიენიჭებს გაუპატიურების მსხვერპლთ.