მოძრაობა „შვიდმა ნოემბერმა“ შაბათს პარლამენტის წინ აქცია გამართა. უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანების მხარდამჭერმა აქციამ სამი ტრანსპარანტის, რამდენიმე კამერისა და ერთი ახალგაზრდა აქტივისტის მეგაფონით გამოსვლის ფონზე ჩაიარა:
”მოგესალმებით, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის, თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ, მოძრაობა „შვიდი ნოემბრის“ წევრები შევიკრიბეთ პარლამენტის წინ, რათა კიდევ ერთხელ დავანახვოთ საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები.”
პარლამენტის წინ, ფეხით მოსიარულეთა გზასთან, კიბეზე, სამი ადამიანი ზის. დაახლოებით ნახევარმეტრიანი მუყაოს ტრანსპარანტების უკან სახეს მალავენ. ტანზე და თავზე მუქი ფერის ნაჭრები აქვთ მოხვეული, თითები ჩანს მხოლოდ, ახალგაზრდული თითები, შეფერილი ფრჩხილებით, და ერთიც საშუალო ასაკის მამაკაცის თითები. ტრანსპარანტზე კი წარწერაა: ’ნუ დაგვტოვებთ ქუჩაში’, ცნობილი შუშის ხიდის ნახატის ქვეშ წარწერაა:’ეს ვჭამო?’ მესამე ტრანსპარანტზე კი - ’მშია’. სამ ადამიანს - სამი ტრანსპარანტი.
იქვე, გზის პირას, პატრულის მანქანა დგას. მანქანასთან რამდენიმე პატრულის თანამშრომელი და რამდენიმე მუქი ფერის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი საუბრობს. რუსთაველზე მოძრაობა ჩვეულებრივია. შიგადაშიგ მოქალაქენი ჩერდებიან რამდენიმე წამს და, ძირითადად უსიტყვოდ, სვლას განაგრძობენ. ხუთამდე ტელეკამერა და ჟურნალისტი კადრებს არჩევს. ძირითადად სამ ადამიანს და ტრანსპარანტებს უღებენ, სხვადასხვა რაკურსით. ადამიანები ინტერვიუს არ იძლევიან, არც სახეს აჩვენებენ. კამერები ცდილობენ ნაჭრის მიღმა რამე მოიძიონ - კადრები ახლოდან, ოდნავ შორიდან, გვერდიდან.
ინტერვიუს აქ მხოლოდ ერთი იძლევა, ახალგაზრდა ბიჭი, შავ შარვალსა და ტანზე მომდგარ შავ პიჯაკში, გაპრიალებული შავი ფეხსაცმელებით, ხელში მეგაფონით და თეთრი ფურცლებით - აშკარად აქციის ორგანიზატორი. ირაკლი ბერაია შეკრებილ ჟურნალისტებს ურიგებს თეთრ ფურცლებზე აკრეფილ ტექსტს, სადაც საუბარია მთავრობის მხრიდან პრობლემის უგულებელყოფაზე. შემდეგ სათითაოდ ყველას ინტერვიუს აძლევს:
„რამე ფონდის მაგვარი უნდა შეიქმნას, რომ ამ ადამიანებს დაეხმარონ. არც სახლი აქვთ და არც კარი.“
ინტერვიუსთვის კადრს გულდასმით არჩევენ. ყველა კამერა ერთსა და იმავე ტექსტს, ერთსა და იმავე ადამიანს, ერთსა და იმავე ფონზე წერს. განსხვავებული მხოლოდ რაკურსია… ანუ კუთხე. მთავარი მიზანია კადრში მოხვდეს ნახევარმეტრიანი ტრანსპარანტები.
სტანდარტული ტექსტის მოსმენის შემდეგ რამდენიმე ჟურნალისტი ინტერესდება იმ სამი ადამიანის ვინაობითა და წარმომავლობით. აშკარად ახალგაზრდები არიან, თავზე შავი ნაჭრები აქვთ მოხვეული, სახეები არ ჩანს და წინ ეს ტრანსპარანტები უჭირავთ.
- ეს თეატრალიზებულია აქციაა თუ ნამდვილად ეს ადამიანები…?
- „აქცია ნამდვილია, ეს ხალხი ჩვენ მოვიყვანეთ და აქ დავაყენეთ.“
იქვე, რამდენიმე მეტრში, ხნიერი ქალი ზის, ხელით მანიშნებს, რა ხდებაო. მასაც უჭირავს ხელში, ოღონდ მცირე ზომის, ფურცელი - ერთ მხარეს ქართული, მეორე მხარეს კი რუსული წარწერით:
”ვარ ყრუ მუნჯი, ინვალიდი, ავარიაში ნამყოფი, ვერ დავდივარ, სახლი დამეწვა, არავინ არ მყავს დამხმარე, გთხოვთ, დამეხმაროთ ხუთი თეთრით, წინასწარ გიხდით მადლობას.”
მოხუცებული ქალი კამერების ყურადღებას ვერ იქცევს, რადგან ყველა კიბეზე მჯდომ სამ ადამიანს უღებს. დგება და ნელი ნაბიჯით კიბეებისკენ მიდის. ჟურნალისტებს ხელით ანიშნებს, გადამიღეთო. კიდევ გამოჩნდა ერთი მოხუცებული ქალი, ისიც ჩამოჯდა, მას წარწერა არ უჭირავს. თხუთმეტ წუთში ჯერ ჟურნალისტები, შემდეგ აქციაც დაიშალა. ის ორი მოხუცებული ქალი დარჩა.