ქართველ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპნენ, პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭათ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანთა წოდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთში დაღუპული მუხრან შუკვანის, ნუგზარ კალანდაძის, გიორგი კოლხიტაშვილის, დავით ცეცხლაძის და რამაზ გოგიაშვილის ოჯახები თბილისში, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე ახლად აშენებულ კორპუსში მიიღებენ 2-ოთახიან ბინებს და კანონით გათვალისწინებული სრული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ.