4 ოქტომბერს ნობელის კომტეტმა გამოაცხადა, რომ 2010 წლის ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ენიჭება ბრიტანელ მეცნიერს, რობერტ ედვარდსს ინ-ვიტრო განაყოფიერების სფეროში შეტანილი ღვაწლისთვის. ამ პროცედურამ მილიონობით უნაყოფო წყვილს მისცა ბავშვის გაჩენის საშუალება.
გამარჯვებულის ვინაობა შვეციის სამეფო ინსტიტუტის ნობელის კომიტეტის მდივანმა გორან ჰანსონმა გამოაცხადა: „სამეფო ინსტიტუტის ნობელის კომიტეტმა დღეს გადაწყვიტა, ფიზოლოგიისა და მედიცინის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია მიანიჭოს როობერტ ედვარდსს ინ-ვიტრო განაყოფიერების ფეროს განვითარებისთვის.“
ედვარდსი, რომელიც წარსულში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, 20 წლის მანძილზე მუშაობდა ინ-ვიტრო პროცედურაზე.
1968 წელს ედვარდსმა პირველი კვერცხუჯრედის განაყოფიერება შეძლო ადამიანის სხეულის გარეთ. შემდეგ თავის კოლეგასთან, პატრიკ სტეპტოუსთან ერთად მუშაობდა ამ მეთოდის სრულყოფაზე. ინ-ვიტრო, ანუ ლაბორატორიული წესით განაყოფიერებული პირველი ბავშვი, ლუის ჯოი ბრაუნი, 1978 წლის 25 ივლისს დაიბადა. მას შემდეგ ამ მეთოდით ოთხი მილიონი ადამიანი გაჩნდა.
თავიანთი კვლევის პროცესში ედვარდსი და მისი კოლეგები ხშირად გამხდარან კრიტიკის საგანი ხელისუფლების, საეკლესიო წრეებისა და სხვა სკეპტიკოსების მხრიდან.
85 წლის ედვარდსი ავადმყოფობს. როგორც მისმა მეუღლემ უთხრა ტელეფონით ნობელის კომიტეტს, მას უთუოდ გაახარებს პრემიის მიღება. სტეპტოუ 1988 წელს გარდაიცვალა.
ნობელის კომიტეტი არასოდეს აცხადებს შესაძლო კანდიდატთა სიას, რის გამოც პრემიების მინიჭების წინაპერიოდში მასმედიაში ხშირია სპეკულაცია და მარჩიელობა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ზოგჯერ ახერხებენ ხოლმე გამარჯვებულთა წინასწარმეტყველებას.
გამარჯვებულის ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე შვეციის გაზეთი „სვენსკა დაგბლადეტი“ იუწყებოდა, რომ ყველაზე დიდი შანსი ედვარდსს აქვს. როგორც ნობელის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა ჟურნალისტებს, ის „შეძრწუნებულია“ ინფორმაციის გაჟონვის გამო.
ნობელის პრემია, რომელიც შვედმა მეწარმემ, ალფრედ ნობელმა დაარსა, პირველად 1901 წელს გაიცა. ნობელის კომიტეტი 50 წევრისგან შედგება და გამარჯვებულს კენჭისყრით არჩევს.
5 ოქტომბერს გამოცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში, 6 ოქტომბერს - ქიმიაში, 7 ოქტომბერს - ლიტერატურაში, 8 ოქტომბერს მშვიდობის დარგში და 11 ოქტომბერს - ეკონომიკაში. წლევანდელი ლაურეატები მიიღებენ 10 მილიონ შვედურ კრონს, ანუ მილიონნახევარ დოლარს, დიპლომს და ოქროს მედალს.