რვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტზე მუშაობა დაასრულა. ერთობლივი პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფებმა სამი თვის განმავლობაში შექმნეს, 4 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს წარუდგინეს. ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებულ კოდექსში შესატანი ცვლილებები ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს. ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან შედეგიანი იქნება და მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაცვა გარანტირებული ექნებათ. საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა ულტიმატუმის ენა არ მოსწონს.
”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი”, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ”ახალი მემარჯვენეები”, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ხალხის პარტია, ”საქართველოს გზა”- ეს ის ოპოზიციური პარტიებია, რომლებმაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთობლივი პროექტი უახლოეს მომავალში ხელისუფლებას უნდა წარუდგინონ. როგორც ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, ცვლილებების პროექტი ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს: ესენია საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი.
დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა - ეს არის ხელისუფლებისათვის უპირატესობის მინიჭება, აცხადებს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემა წარუდგინა საზოგადოებას. პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 75 წევრი უნდა აირჩეს ერთიანი პარტიული სიით, პროპორციული სისტემით, 75 დეპუტატი კი -პროპორციული სისტემით, რეგიონალური სიებით: ”ჩვენი სისტემა, ერთი მხრივ, გულისხმობს მანდატების პროპორციულად განაწილებას მიღებული ხმების გათვალისწინებით და, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ მანდატს უნდა ჰქონდეს თანაბარი წონა, ანუ როდესაც 3000 ამომრჩეველი ირჩევს ერთ დეპუტატს ყაზბეგში და 163 000 ამომრჩეველი ქუთაისში, ეს არ არის მართებული, რადგან თანაბარი წონადობის ამომრჩევლიდან გამომდინარე აღარ არის კონკრეტული მანდატი. ჩვენი შეთავაზებული ვარიანტი საარჩევნო სისტემისა მანდატთა წონის თანაბრობასაც უზრუნველყოფს.”
პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საარჩევნო დავების განხილვის სისტემაშიც, რომლის მიხედვითაც, დავების განხილვის და გადაწყვეტის ბოლო ინსტანცია იქნება სასამართლო კოლეგია, რომელსაც უხელმძღვანელებს მოქმედი მოსამართლე, მაგრამ მასში დამატებით გაერთიანდება ოთხი საარჩევნო მსაჯული. არსებულ ცვლილებას რადიო თავისუფლებასთან რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი განმარტავს: ”ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო დავები ერთპიროვნულად გადაწყვიტოს იმ სასამართლომ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ, ჩვენ ვთავაზობთ კომბინირებულ სისტემას - იყოს მართლმსაჯულების წარმომადგენელი, მაგრამ ასევე საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი, შერჩეული მსაჯულები”, - ამბობს უსუფაშვილი.
ცვლილება უნდა შეეხოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსაც. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრების შერჩევისას კონკურსის გამოცხადებააო, ამბობს კონსერვატორი კახა კუკავა. ”მიგვაჩნია, რომ, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პარიტეტი უნდა იყოს დაცული და არ უნდა იყოს ისე, როგორც დღეს არის, როდესაც ერთი პარტია აკონტროლებს ყველაფერს და, მეორე, სერიოზული ახალი მექანიზმები შეიქმნას, ე.წ. პროფესიული წევრების კონტროლის მიზნით, რომ მართლაც პროფესიული წევრები იყვნენ და არა ნაციონალური მოძრაობის ზონდერბრიგადების წევრები, როგორც ხდება ხოლმე”, - აცხადებს კუკავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ცვლილებების პროექტის კიდევ ერთ საკითხს შეადგენს ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, რომლის მიხედვითაც, სიების შედგენა ბიომეტრიული პარამეტრების შემცველი პირადობის მოწმობის საფუძველზე მოხდება.
ეს ის საკითხებია, რომლებიც ყველა პარტიულ ორგანიზაციას ერთნაირად აღელვებს, ამიტომაც ძალიან სწორი და დროული იყო ოპოზიციური პარტიების შეთანხმებული მუშაობის დაწყება, ამბობს ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც შემდეგ ნაბიჯად უკვე მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს ასახელებს: ”დარწმუნებული ვარ ეს მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება და მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაცვა გარანტირებული ექნებათ. ხელისუფლებიდან პრინციპული თანხომა არის, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ჩვენს, ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის არსებობს შეთანხმება იმაზე, რომ საარჩევნო გარემო თვისებრივად უნდა შეიცვალოს.”
ის, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას დემოკრატიული საარჩევნო კოდექსი, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლეიბორისტებიც აცხადებენ, თუმცა მათ ცვლილებების ერთობლივი პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიიღეს. უახლოეს დღეებში ჩვენ ცვლილებების საკუთარ პაკეტს წარვუდგენთ საზოგადოებას, რომელიც ასევე გადაეცემა იმ რვა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომლებმაც ერთობლივი პროექტი შეიმუშავესო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლეიბორისტი ნესტან კირთაძე.
ქართველი ექსპერტების ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა მობილური და ხალხის სურვილზე ორიენტირებული საარჩევნო სისტემის შექმნა. ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი კი, მათი თქმით, იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს. თუმცა ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: ”მთავარი აქცენტი უნდა იყოს გადატანილი იმაზე, რომ ოპოზიციას რეალურად ჰქონდეს ძალა მხარდამჭერებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ რეალურად ცვილებების ცხოვრებაში განხორციელებას, თორემ ფურცელზე შეიძლება ყველაფერი კარგად დაიწეროს, რეალურად კი ხელისუფლებას ჰქონდეს საშუალება იმის თქმისა, რომ კი, ბატონო, რასაც ითხოვდით, მივიღეთ, თუმცა, ამის შემდეგ ისევ ხელისუფლებამ გაიმარჯვოს სხვადასხვა მაქინაციებისა თუ მანიპულაციების გზით.”
”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი”, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ”ახალი მემარჯვენეები”, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ხალხის პარტია, ”საქართველოს გზა”- ეს ის ოპოზიციური პარტიებია, რომლებმაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთობლივი პროექტი უახლოეს მომავალში ხელისუფლებას უნდა წარუდგინონ. როგორც ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, ცვლილებების პროექტი ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს: ესენია საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი.
დარწმუნებული ვარ ეს მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება და მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დაცვა გარანტირებული ექნებათ...