ერაყის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილეზე დღეს თავდასხმა მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ფუად ალ მუსავის ავტომანქანის გზაზე აფეთქდა. თავად მოხელე არ დაზიანებულა. აფეთქებისას დაიღუპა მინისტრის მოადგილის ერთ-ერთი მცველი. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ბაღდადის კარადის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად. პროვინცია დიაილას ქალაქ ჯალავლაში, სადაც რამდენიმე თემი ცხოვრობს, აფეთქებამ სამი ადგილობრივი მცხოვრები იმსხვერპლა.