რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ რასმუსენის ვიზიტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატოს წარმომადგენლობის გახსნა და ახსნა, თუ რა შეუწყობს და რა შეუშლის ხელს საქართველოს ნატოსთან დაახლოების გზაზე.