პარლამენტის შენობის წინ ორშაბათს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიკრიბა და საზოგადოებას მოუწოდა, 28 სექტემბერს მდუმარე აქციით გააპროტესტოს საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი კონსტიტუციის არსებული ფორმითა და შინაარსით მიღების პროცესი. გასულ კვირაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ახალი კონსტიტუციის პროექტს უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად 123 მომხრე და 4 მოწინააღმდეგე დეპუტატი აღმოჩნდა. დღეს კი ბიუროს სხდომაზე უნდა გადაწყდეს მეორე მოსმენის დანიშვნის თარიღი. რა გავლენა შეიძლება იქონიოს არასამთავრობო სექტორის პროტესტმა დეპუტატთა გადაწყვეტილებაზე და რამდენად შეუქცევადია კონსტიტუცის მიღების პროცესი?
კონსტიტუციის განხილვის შეწყვეტა,თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მეორე მოსმენაზე კონსტიტუციის პროექტი ჩავარდა, განმარტავს ლია მუხაშავრია, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”. ის ერთ-ერთი იყო იმ 6 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შორის, ვინც დღეს პარლამენტის შენობის წინ საზოგადოებას სამოქალაქო აქტივობისკენ მოუწოდა. ლია მუხაშავრიას შეფასებით, საზოგადოების აქტივობას მაშინ, როცა პარლამენტში უკვე დაწყებულია კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, ის აზრი აქვს, რომ დეპუტატებს, როგორც საზოგადოების მანდატით აღჭურვილ პირებს, დაანახვოს, რომ მას ამ კონსტიტუციის მიღება არ სურს:
”პარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ჩვენს პოზიციას არ გამოხატავენ და თუ მეორე მოსმენით კვლავ უყრიან კენჭს, მაშინ ჩვენი მანდატით და უფლებამოსილებით აღჭურვილი აღარ იქნებიან და თუ ამ საქციელს ჩაიდენენ, მთელი მომავალი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ამის უნდა რცხვენოდეთ.”
ლია მუხაშავრია ამბობს, რომ პროტესტის ეს ფორმა პარლამენტის გულგრილობამ განაპირობა. მისი განმარტებით, ივნისში საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ, რომლის ერთ-ერთი წევრი თავადაც გახლავთ, წერილობით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. წერილში, მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი იყო არგუმენტები იმის დასასაბუთებლად, რომ კონსტიტუციის ამ ვარიანტის განხილვა მიზანშეუწონელია. ”შეუსმენლობის და სიყრუის” წინააღმდეგ კი პროტესტის ეს ფორმაღა დარჩა, მიიჩნევს ლია მუხაშავრია.
პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ საზოგადოებას კონსტიტუციის პროექტის შესახებ აზრის გამოსახატავად საკმაო დრო ჰქონდა. ახლა პროცესის გაჩერება მიზანშეუწონელია და, მისი სიტყვებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის იდეებით საქართველო მართული ვერ იქნება:
”პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო აბსოლუტურად ყველასათვის, ახლა ვიღაცას გადაწყვეტილებები არ მოსწონს პოსტსკრიპტუმ და უნდა რომ ქუჩიდან რაღაც სხვა გავლენები მოახდინოს. ეს, ჩემი აზრით, არა მხოლოდ სარისკოა, არამედ უსამართლოც.”
საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი წევრი, ვახტანგ ხმალაძე, ფიქრობს, რომ საზოგადოების პროტესტს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში დიდი გავლენა არ ჰქონია და არც ამჯერად აქვს ცვლილებების მოლოდინი, თუმცა ფიქრობს, რომ კონსტიტუციის ამოქმედებამდე, ანუ, როგორც ეს დაგეგმილია, 2013 წლამდე, საკმაო დროა იმისათვის, რომ თუნდაც მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების შესახებ აზრი ჩამოყალიბდეს. ამ პროტესტს, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ეს დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს:
”შესაძლოა საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს აზრი და საზოგადოებამ მკვეთრად და მკაფიოდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია და ამან გამოიწვიოს უკვე მიღებული ცვლილებების შეცვლა. როგორც მოგეხსენებათ, 3 წელია კონსტიტუციის ამოქმედებამდე.”
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კი დღეს კონსტიტუციის პროექტის მეორე მოსმენის თარიღი დასახელდა: 1 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მეორე მოსმენით უყრიან კენჭს ახალ კონსტიტუციას. პირველი მოსმენით კონსტიტუციის პროექტს 123 მომხრე და მხოლოდ 4 მოწინააღმდეგე დეპუტატი ჰყავდა.