ბერლინთან მომხდარი ავტოკატასტროფისას 12 ადამიანი დაიღუპა

ბერლინისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე დღეს ავარია განიცადა პოლონეთის ტურისტულმა ავტობუსმა. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, დაშავდა 30 მგზავრი. გერმანიის პოლიციის ცნობით, ავტობუსი შეეტაკა ავტომანქანას და შემდეგ შეეჯახა ხიდის ბურჯს. სულ ავტობუსში 50 მგზავრი იყო, ძირითადად მოზარდები.