ხუთი წლის წინ ძალაში შევიდა განაჩენი, რომელიც რუსეთის სასამართლომ ყოფილი „იუკოსის“ ხელმძღვანელს მიხეილ ხოდორკოვსკის და მის ბიზნეს პარტნიორს პლატონ ლებედევს გამოუტანა. ორივეს 8 წელი მიუსაჯეს გადასახადების დამალვასთან დაკავშირებული დანაშაულებისთის. ხოდორკოვსკისა და ლებედევის წინააღმდეგ ახლა მეორე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ფულის მითვისების დამატებითი ბრალდებებით. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსეთის სერვისის კორესპონდენტი 23 სექტემბერს მოსკოვში ხოდორკოვსკის დედას, მარინა ხოდორკოვსკაიას ესაუბრა.
მარინა ფილიპეს ასულ ხოდორკოვსკაიას, მიხაილ ხოდორკოვსკის დედას, ეჭვიც არ ეპარება, რომ ორივე საქმე მისი შვილის წინააღმდეგ შეთითხნილია. ის დარწმუნებულია, რომ მოსამართლეები „იუკოსის საქმეში“ წერტილს ვერ დასვამენ, რადგან ამისათვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. ის ამბობს, რომ მეორე პროცესი ფორმით უფრო წააგავს „ნამდვილ“ სასამართლოს, ანუ ისმენენ ადვოკატების სიტყვებს, იწვევენ მოწმეებს. მაგრამ, ამბობს მარინა ხოდორკოვსკაია, ეს შეკვეთილი პროცესია. შემკვეთი კი, მისი თქმით, პუტინია. პატარა, კომპლექსებიანი კაცი, როგორც წესი, თავს იმით იმკვიდრებს, რომ სხვებს უფუჭებს ცხოვრებასო, - ამბობს ხოდორკოვსკაია. თუ ვისზე ლაპარაკობს, ძნელი მისახვედრი არაა. მან თქვა: „76 წლისა ვარ და ცხოვრებაში საკმარისი მინახავს. ამიტომ, ვიცოდი რა, თუ ვინ უდგას ქვეყანას სათავეში (ახლა მედვედევს სათვალავში არ ვიღებ), მესმოდა, რომ რაც გინდა, იმას მოიფიქრებენ, ოღონდ ისინი არ გამოუშვან.“
თუმცა მარინა ხოდორკოვსკაია ამბობს, რომ თანაგრძნობასაც ბევრი გამოხატავს. აეროპორტში, მაგალითად, ურიგოდ მიშვებენ ხოლმე და ბაზარშიც საქონელს ფასდაკლებით მაძლევენო, - უთხრა მან ჩვენს კორესპონდენტს და ისიც დასძინა, რაც მეტი დრო გადის, მით მეტ ცვლილებებს ვამჩნევო:
„ცვლილებები, ცხადია, არის. მე მგონი, ის ხალხი, ვინც ამ პროცესს მეტ-ნაკლებად თვალს ადევნებს, არაკეთილმოსურნეებიც კი, უკვე ხვდებიან, რომ კანონთან ამ ყველაფერს კავშირი არა აქვს. ამ პროცესის ყველაზე საშინელი შედეგი კი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან, საკმაოდ ხშირად მეუბნებიან: თუ ეს პროცესი ცუდად დამთავრდა, აქედან უნდა „ავითესოთო“, - სიტყვა-სიტყვით ვციტირებ. - აი, ეს ძალიან საშიშია.“
რაც შეეხება მეორე სასამართლოს, ანუ იმას, ახლა რომ მიმდინარეობს, მოსამართლე სულელი არ არის და ყველაფერი კარგად ესმის, მაგრამ, სამწუხაროდ, თავისუფალი არ არისო, - ამბობს მარინა ხოდორკოვსკაია. ის იქვე ხსნის, თუ, მისი აზრით, როდის დამთავრდება მისი შვილის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესი:
„ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე ბოლოსკენ მიდის. პრაქტიკულად ერთ კვირაში საბოლოო არგუმენტების მოყვანა დაიწყება - ეს ერთ-ერთი ბოლო ეტაპია. საქმე კი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ თავადაა პრეზიდენტი.“