გრიგოლ მგალობლიშვილი: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი

სექტემბერ-ოქტომბერში ნატოში შეფასდება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეფასება დადებითი იქნება. თბილისის იმედი მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და ავღანეთში გაძლიერებული ქართული ბატალიონის გაგზავნას უკავშირდება. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ ნატოში ქვეყნის გაწევრიანება ალიანსის უახლოეს დღის წესრიგში აღარ დგას. საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე საქართველოს სპეციალურ წარმოამდგენელს ნატოში, გრიგოლ მგალობლიშვილს ინტერვიუ ჩამოვართვით. ელჩს პირველ ყოვლისა იმის განმარტება ვთხოვეთ, თუ რას ნიშნავს ყოველწლიური ეროვნული გეგმა და რას ავალებს იგი საქართველოს.