საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ოფიციალურად პრეზიდენტის ინიციატივაა და მისი მიზანი პარლამენტის როლის გაძლიერება და ერთმმართველობის შესუსტებაა. მეორე მხრივ, ეს დასავლეთის მოთხოვნაა, რადგან ცვლილებებამდე დასავლეთმა მთავრობა რამდენჯერმე ამხილა სიჩქარესა და ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებში, რასაც სერიოზული შეცდომები დაუკავშირეს. რამდენად დავარდა ტემპი და რამდენად ძლიერდება პარლამენტი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით?
ოფიციალურად ეს პრეზიდენტის ინიციატივაა, თუმცა, მოდით, დავსვათ შეკითხვა, სად არის საკონსტიტუციო ცვლილებების საწყისი? იქნებ ის არის 2007 წლის შვიდ ნოემბერში ან 2008 წლის 8 აგვისტოში, ყველა გადაწყვეტილებაში, სადაც დასავლეთმა ერთმმართველობისა და არასტაბილური დემოკრატიის ან არადემოკრატიულობის ნიშნები შენიშნა და ცენტრალიზებული მმართველობა პირდაპირ დაგმო? იქნებ დასავლეთზე არამხოლოდ იდეურად მიბმული ქვეყანა ვალდებულებას იღებს - ვალდებულებას, სისტემა დემოკრატიული გახადოს? ავთანდილ დემეტრაშვილი აქცენტს დღეს პარლამენტში სწორედ ამაზე აკეთებს:
„ეს იყო პერიოდი, როდესაც სოციალური დაძაბულობის ხარისხი ძალიან მაღალი იყო და ჩვენი თანამეგობრობაში ღირსეულად შესვლისათვის საჭირო იყო დემოკრატიის შემდგომი გაღრმავება.“
გაღრმავებისთვის ყველაზე მთავარი პარლამენტის გაძლიერების მცდელობა იყო. იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე ამბობს, რომ მისია შესრულებულია:
„წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ეს არის საპარლამენტო მმართველობის ფორმა, თუმცა, ამავდროულად, ეს იქნება შერეული მმართველობის ფორმა.“
თუმცა დიმიტრი ძაგნიძე ჩქარობს შეფასებებში. ჯერჯერობით ეს საკითხი გარკვეული არ არის. კონსტიტუციური სამართლის დოქტორი ირაკლი კობახიძე გუშინ ღია შეხვედრაზე ამბობდა:
„ზოგიერთი უწოდებს შერეულს, ზოგი უწოდებს შერეულს, საპარლამენტო ნიშნებით. თვითონ აქტუალობა მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი ცვლილებებით მკვიდრდება არაკლასიკური და არაორდინარული მოდელი.“
არაორდინარული მოდელი გულისხმობს ისევ სუსტ პარლამენტს, რაც არაერთმა ქართველმა და დასავლელმა ექსპერტმა აღნიშნა. პარლამენტს ახლად გაჩენილი პრემიერ-მინისტრის კონტროლისთვის სერიოზული ბარიერები შეუქმნეს. ჩნდება კითხვა: თუ ცვლილებები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და თუ ისინი პარლამენტის გაძლიერებას ისახავენ მიზნად, მაშინ რამ გამოიწვია ეს? რატომ - ბარიერები პარლამენტს? ერთი არგუმენტი საზოგადოებისა და, შესაბამისად, პარტიების მოუმზადებლობაა, თუმცა ამას გამორიცხავს თავად უმრავლესობის მიერ ხშირად გაკეთებული კომენტარები საზოგადოების მზაობის შესახებ. არსებობს მეორე არგუმენტიც. ის დღეს ჩიორა თაქთაქიშვილმა წარმოადგინა:
„ხომ არ არის ეს რაღაც განსაკუთრებული, რომელიც სხვა ქვეყნებში არ არსებობს და რატომ ვიღებთ ჩვენ განსაკუთრებულ მიდგომას? მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, სამას ორმოცდაათი ათასი ადამიანი არის დევნილი, რომელთაც არ შეუძლიათ თავის შვილებს მისცენ იმის გარანტია, რომ ისინი ერთიან საქართველოში იცხოვრებენ. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებული შემთხვევა არის და ჩვენი მოდელიც ამას უნდა პასუხობდეს.“
განსაკუთრებული შემთხვევის პირობებში კი პარლამენტში ბევრი კაცის ლაპარაკი და გადაწყვეტილებათა ნელა მიღება, შეუსაბამოა. სად ერთი კაცი რომ გადაწყვეტს და გადაწყვეტილებასაც სწრაფად აღასრულებს? მით უმეტეს მაშინ, როცა მთავრობას ასე ძალიან უნდა დევნილთა საკითხის გადაწყვეტა, დევნილებისა, რომელნიც, სხვათა შორის, მაშინ, როცა ჩიორა თაქთაქიშვილი მათ ბედზე ზრუნვით არაორდინარულ მმართველობას ამართლებდა, პარლამენტის წინ იდგნენ და ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს ითხოვდნენ. თან ბევრი და მრავალფეროვანი ხმის პირობებში გადაწყვეტილებათა მიღება რთული რომაა, თავად საკონსტიტუციო კომისიამაც გამოსცადა.თენგიზ შარმანაშვილის თქმით:
„იმდენად მრავალფეროვანი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და იმდენად მაღალი კვორუმი სჭირდებოდა გადაწყვეტილებების მიღებას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხდებოდა.“
ამის მიუხედავად, აღარ ვიკითხავ, რატომ უწოდებს უმრავლესობა მოდელს საპარლამენტოს, რადგან ეს საზოგადოებას თურმე კარგად სცოდნია.
ვიღაცა უმრავლესობიდან: „მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება დეტალურად გასცნობოდნენ პროექტს როგორც მედიით, ასევე უშუალო კონტაქტით.“
ასე რომ, არ მივიღებთ წინადადებას, რომ განხილვა გადავდოთ - ეს მხოლოდ პროცესის გაწელვას ემსახურება და სხვას არაფერსო; თქვენ რომ ზღვაზე ისვენებდითო, - ოპოზიციონერ აქტივისტებს მიმართავენ, - ჩვენ პროექტს საზოგადოებას ვაცნობდითო. საზოგადოების ხსენებაზე, აქვე ვიტყვი: საშუალო სტატისტიკური იურიდიული განათლების არმქონე ადამიანი რომ ავიღოთ, მაგალითად მე, რომელსაც საკონსტიტუციო მოდელის შექმნის პროცესში რამდენიმე მასალა მაქვს მომზადებული, სიმართლე გითხრათ, შეკითხვაზე, თუ რა სახის მოდელს ვიღებთ და რატომ ჰქვია მას საპარლამენტო, თუ პარლამენტი რეალურად უფრო სუსტია, ვიდრე აღმასრულებელი ხელისუფლება, ჯერჯერობით არ მაქვს. პარლამენტში კი პროექტი პირველი მოსმენით ხვალ გადის. იქნებ ისევ იმავე პრობლემასთან გვაქვს საქმე, რითიც დავიწყეთ და რის გამოც დასავლეთი მთავრობას აკრიტიკებდა და, ალბათ, სწორედ რის გამოც საკონსტიტუციო ცვლილება დაიწყო? კრიტიკა ცენტრალიზებულ მმართველობას კი ეხებოდა, მაგრამ მისი ყველაზე გამოხატული ფორმა სწორედ სიჩქარე იყო. პარლამენტი მაშინ შემაფერხებელ ფაქტორად აღიქმებოდა, ამიტომაც 2004 წელს ერთ საათში დაასუსტეს. შემდეგ მოხდა მოსახდენი. დასავლეთში ბევრმა თქვა, ცოტა ღია დისკურსი რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდაო. მაგრამ მოხდა - სიჩქარემ რამდენჯერმე შეცდომები გამოიწვია. ლოგიკურად კი ცვლილება ახლა სწორედ ტემპის დაგდებას უნდა ემსახურებოდეს. იდეის თანახმად, პარლამენტის გაძლიერება ხომ სწორედ ესაა!...