12 სექტემბერი, კვირა
გვიან გამეღვიძა. მოწყენილი გამოიყურება ბუნება ნაწვიმარზე.
„შემოდგომის დღე. შემოდგომის დღე. დღე - ნაღვლიანი და ფერმიხდილი...“ - უნებურად მომეძალა გალაკტიონის სიტყვები.
ყავას ვსვამ და უმალვე ვიწყებ მუშაობას. აფრასიძეების საქმეზე სახალხო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ გამოტანილ ვერდიქტზე სამოსამართლო დასკვნა მაქვს გასაშალაშინებელი. საქმის განხილვა დასრულდა, მაგრამ ბევრი საიდუმლო კვლავაც ამოუცნობია ჩემთვის, მათ შორის - რა უმოწყალოდ შეუძლიათ ქართველებს გასწირონ ერთმანეთი! თურმე, ამ საჯაყ საქმეში დღესაც ვიყენებთ გადამთიელებს. არადა, უცხოეთის ბინადარი როდესაც ვიყავი, საქართველოდან დაბრუნებულ უცხოელ სტუმრებს შეკითხვას ვუსვამდი: რამ მოგხიბლათ და რამ განგხიბლათ-მეთქი ყველაზე მეტად ჩემს სამშობლოში? დასაწუნი ყველას სხვადასხვა აღმოაჩნდა, მოსაწონი კი - ერთი: ადამიანური ურთიერთობები! თბილი, გულითადი, ხალისიანი და საამო - გაჯერებული იუმორითა და უშრეტი შემოქმედებითი ენერგიით. უთუოდ აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიური მოძღვრება თუ შეძლებდა, საცნაური გაეხადა ზემორე დაეჭვების მიზეზი და მრავალი საიდუმლო. ის ხომ უზადოდ ხსნიდა ცდომილებათა გენეზისსა და ეტიოლოგიას. განა არ შეიძლება, მისი მოშველიებით დავიწყოთ კვლევა - ხომ არ არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ჩვენივე შეცდომების მიზეზი? სად, როდის და ვინ დაუშვა შეცდომა? რატომ მოხდა ეს და რა ვითარებაში? უამისოდ კრიზისის დაძლევა ხომ შეუძლებელია...
ვიწყებ ორმოცი წლის წინანდელი ჩემივე მეცნიერული ჩანაწერებისა და პუბლიკაციების მოძიებას შეცდომის საკითხებზე. ბევრი მათგანი ვიპოვე კიდეც. ერთი ჩემი ხელნაწერი ინგლისურ ენაზეა შესრულებული. როგორც ჩანს, საზღვარგარეთ დასაბეჭდად იყო გამიზნული, მაგრამ რომ არსად გამიგზავნია?! იქნებ წყაროების მცირედი განახლების შემდეგ დავუბრუნდე კიდეც ამ თემაზე პუბლიკაციებს?..
ვკითხულობ, ვფურცლავ, კვლავ ვუბრუნდები და ისევ განვაგრძობ დიდი ხნის წინათ ნაცოდვილარის ხელმეორედ გააზრებას. ამასობაში შუაღამეც გადასულა...
13 სექტემბერი, ორშაბათი
ჩემთვის ყოველთვის იღბლიანად მიმაჩნდა 13 რიცხვი, მაგრამ რას მოუტანს დღევანდელი 13 საქართველოს? დღეს ხომ მართლმსაჯულების ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში (გაეროს ეგიდით რომ საქმიანობს) იწყება საქართველოს საჩივრის განხილვა რუსეთის წინააღმდეგ ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის ბრალდებით. საქართველოს ინტერესების დამცველად სახელოვანი ჯეიმს კროუფორდის გამოჩენაც კი უკვე ბევრს ნიშნავს, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ყველაფერს მივაღწიეთ. ზოგჯერ ისეთი ფაქტორები ამოქმედდება ხოლმე, როგორიც თვით თვალშეუდგამ ავტორიტეტსაც კი არარად აქცევვს. ღმერთმა ნუ ქნას! ისღა დამრჩენია, მოთმინებით დაველოდო ყოველ ახალ ცნობას ჰააგიდან. თანაც, ჩემი საზოგადოებრივი, მეცნიერული, პედაგოგიური და პირადი, ოჯახური საქმეები წინ წავწიო.
ბედნიერი ვარ, რომ შევძელი გავცნობოდი ახალი სოფლების გასაშენებლად საპატრიარქოს მიწების ბოძებასთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის თაოსნობას. უაღრესად საგულისხმოდ მომეჩვენა ცოცხალ ლეგენდად და ქართველთათვის კარგა ხანია, წმინდანად ქცეული პიროვნების ეს ჩანაფიქრი. მოსანახულებელი მყავს და, სხვა საკითხთა შორის, უთუოდ, ამაზეც გავუზიარებ ჩემს მოსაზრებას.
დღე მიილია. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
ძველებურად იტყუებოდა ტელევიზია - ლამის ყველა არხი; უსაშველოდ მახინჯდებოდა ქართული, მაგალითისათვის საკმარისია მახათას მთის მოხსენიება „მახათის მთად“; უმოწყალოდ ირღვეოდა ადამიანის უფლებები; ერთხელ არავის გახსენებია ოკუპირებული ტერიტორიებიდან განდევნილი მოსახლეობის საჭიროებანი; ცხოვრება კი ყოველწუთიერად ძვირდებოდა...
რას იზამ, ყველაფერი ძვირდება დარდის გარდა...
14 სექტემბერი, სამშაბათი
თვალის გახელისთანავე ერთი ფრიად საჭირო, თვალს მოცდენილი ნივთი ვიპოვე. კარგად მენიშნა: იქნებ დაკარგული იმედიც დამიბრუნდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებათა საპარლამენტო განხილვა ერთი კვირით გადაიდო. ესეც საქმეა. რა კარგია, ოდნავ მაინც თუ გამოცოცხლდება დებატები ერისათვის საბედისწერო საკითხებზე. გავიხსენოთ, როგორი დარაზმულობა გვქონდა ბრეჟნევის დროს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის გამო ან კიდევ გორბაჩოვის დროს, საკონსტიტუციო პროექტის მე-6 მუხლის საფუძველზე, პოლიტიკური პლურალიზმის, მრავალპარტიულობის დასამკვიდრებლად. მიმოვიხედოთ, რა ხდება უცხოეთში: მაგალითად, როგორ ბორგავს ხალხი კონსტიტუციის გამო თურქეთში... რატომ ვართ ესოდენ უდრტვინველნი დღეს? რატომ გავურბით საკიხთა გამწვავებას? აქ ხომ ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის მომავალი ძევს! ნუთუ, არავის ენაღვლება ეს მომავალი? აქ მოდუნება და მიმნებებლობა დანაშაულის ტოლფასია. მედგრად უნდა დავდგეთ, ვით ვაჟკაცთა წესია.
გაზეთებს ვფურცლავ. დღევანდელ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ჩვენი საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის ორი წევრის, ვახტანგ ხმალაძისა და ზურაბ ჯიბღაშვილის, მიერ ჩამოყალიბებული შენიშვნებია გამოქვეყნებული საკონსტიტუციო ცვლილებების სახელისუფლებო პროექტის გამო. მტკიცე და ნათელი პოზიციაა გახმოვანებული კარგად დასაბუთებული ფორმით. ამჯერად მაინც თუ შერჩება „კედელს ცერცვი“, თანაც - ყრუ კედელს?..
მთელი დღე სხვა, ასეთსავე ტექსტს ვუტრიალებ საზოგადოებრივი კომისიის კიდევ ერთი, კარგად ცნობილი, წევრის ვახტანგ ძაბირაძის „შესრულებით“. იქნებ, სხვა სიტყვებითა და სტილით უფრო შეისმინონ ხალხის ღაღადისი...
15 სექტემბერი, ოთხშაბათი
დილიდანვე შეხვედრაზე მივეშურები ირაკლი ალასანიას ოფისში. რამდენიმე ხნის წინათ თავადვე ეწვია ჩვენს საზოგადოებრივ-საკონსტიტუციო კომისიას. ერთობლივი განხილვის საგანი კონსტიტუციური რეფორმების პერიპეტიები იყო. იურისტთა საინტერესო კოჰორტა ჰყავს, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა სტრასბურგის სასამართლოდან თეა წულუკიანის წამოსვლისა და მის პარტიაში გაწევრიანების შემდეგ.
მშვენიერი განხილვა გამოვიდა. რაც მთავარია, საბოლოოდ დაზუსტდა, რომელია საერთო პუნქტები, რომელთა გასატანად საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ და ალასანიას პარტიამ შეიძლება ერთობლივად იბრძოლონ. ეს შეთანხმება შესრულდა კიდევაც, სახელდობრ, ვენეციის კომისიასთან ორივე მხარის შეხვედრებზე.
ჰააგის ამბები მოვიკითხე. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის მხარეები, ერთგვარად, ასცდნენ ერთმანეთს: მოსკოვი, უწინარესად და უპირატესად, იმისთვის იბრძვის, რომ საქმე თავიდანვე ააცილოს ჰააგის განსჯადობას; თბილისი კი, იმთავითვე, საქმის არსებით მხარეზე დებს ფსონს. ასეთ პირობებში მიჭირს წარმოვიდგინო მოვლენათა განვითარება, ამიტომ კვლავ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ვუბრუნდები, ამჯერად - დავით აქუბარდიას ეთერში. ჩვენთვის განკუთვნილი 45 წუთიც კი არასაკმარისი აღმოჩნდა ყველა ასპექტის განსახილველად.
ამასობაში ტუდორ პანტირუს ზარიც გაისმა მასთან შეხვედრის თხოვნით. ის ევროპარლამენტის დეპუტატია და სხვა რამდენიმე თანამდებობასაც ითავსებს შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციათა, მათ შორის ევროსაბჭოს, სისტემაში. ერთ დროს ჩვენ კოლეგები ვიყავით სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობისას, დავმეგობრდით კიდევაც. ახლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომიტეტის ჯგუფთან ერთად არის ჩამოსული საქართველოს ხელშესაწყობად. სასიამოვნო შეხვედრა გველის.
16 სექტემბერი, ხუთშაბათი
დილიდანვე ორი დიდი შეხვედრისათვის ვემზადები სრულიად განსხვავებულ მასპინძლებთან. პირველია ეგრეთ წოდებული „ვენეციის კომისია“, რომელსაც, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის სხვა კოლეგებთან ერთად, საკონსტიტუციო რეფორმის ჩვენეული ხედვა უნდა გავაცნოთ. მეორეა „სახალხო კრების“ მესვეურებთან სტუმრობა იმავე მიზეზით და განსხვავებული პროგრამით.
შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა. ვენეციის კომისიის ჯგუფი, რომელსაც მისი სახელოვანი ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო აკლდა (ჩვენთვის უცნობი მიზეზით), მეტისმეტად გადაღლილი და მოთენთილი მოგვეჩვენა, იმდენად, რომ, ჩემი აზრით, მოსმენისა და შესმენის, საერთოდ, მიმღეობის უნარიც კი დაქვეითებული იყო. „სახალხო კრების“ ოფისში კი, პირიქით, ყველა საჭირო ინფორმაცია მოგვთხოვეს, როგორც იტყვიან, „ღდინი გაგვაცალეს“, ისე მოგვაქციეს, რომ ლამის ვენეციის კომისიის ჯგუფს დავემსგავსეთ...
ასეთია საბოლოო ბალანსი...
17 სექტემბერი, პარასკევი
შემაშფოთებელმა სიზმარმა გამაღვიძა. მინდოდა, ვინმესთვის მეკითხა, თუ რას მიქადდა, მაგრამ იმდენად სულისშემძვრელი იყო, რომ ვერ გავბედე, შემეშინდა. თვითმოტყუების მექანიზმი ჩაერთო და თავი დავიმშვიდე: ფროიდის განდევნილ განცდად მოვნათლე.
კალეიდოსკოპურად მონაცვლეობს მოვლენები: ჯერ სატელევიზიო ჩაწერა სახალხო სასამართლოს ოფისში; შემდგომ ტუდორ პანტირუსთან შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“; გზად სტრასბურგის მონიტორინგის ჯგუფის მესვეურებთან გადაწყდომა; შემდეგ მოსწავლეთა სასახლის საქვეყნოდ ცნობილი სარკეებიანი დარბაზი; სტუმართან ერთად რუსთაველზე გასეირნება; უამრავი სასიამოვნო შეხვედრა კეთილგანწყობილ ნაცნობ-მეგობრებთან; უეცარი, წინასწარგაუფრთხილებელი სტუმრობა ძვირფას მეგობართან, რომლითაც მყისვე მოიხიბლა სტუმარი; სხვა მეგობრების შემოერთება და ისე გამგზავრება მცხეთაში - ჯვარი, სვეტიცხოველი - საყოველთაო აღფრთოვანება და, კვლავ შეხვედრები, მათ შორის, გერმანელ იურისტებთან კახა წიქარიშვილის თანხლებით; დაუვიწყარი ვახშამი „სერაფიტაში“ სრულიად ფანტასტიკური ხედით ლამაზად განათებული ღამის ჯვრის მონასტერზე - კვლავ აღფრთოვანება; სწრაფი დაბრუნება თბილისში, სტუმართან გულთბილი გამომშვიდობება და ისევ მუშაობა ეკა ბერიძის სტუდიაში - ამჯერად ვენეციის კომისიის დასკვნების შეფასება საკონსტიტუციო რეფორმების საპარლამენტო განხილვის კვირაძალს.
დასანანია, რომ ჩვენი ევროპელი სტუმარი, ვენეციის კომისიის სახელით რომ მოგვევლინა, უნდილად მოეკიდა „მაესტროს“ სტუმრობას, თუმცა მასპინძლები ხალისით ელოდნენ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მეტისმეტად ძნელია წარმატება ისეთ საქმესა თუ წამოწყებაში, რომელიც არ გამოხატავს და ვერც პასუხობს შინაგან მოთხოვნილებასა და ნება-სურვილს... როგორც ჩანს, ასეა ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში...
18 სექტემბერი, შაბათი
დღეს შედარებით მსუბუქი დღეა. შეხვედრებზე არ მიწევს წასვლა. ელენე მოვინახულე, ჩემი შვილიშვილი - ელენე მახარაშვილი. კიდევ უფრო მეტად გალამაზებულა. 15 წლის არის. თურმე მოდელის მონაცემები ჰქონია და, თაკო ჩხეიძის წყალობით, საფრანგეთი მოიარა. დღეს მის ძმას, რატის, ველაპარაკე სტრასბურგში. სტუდენტია, მაგრამ იურიდიულზე არ სწავლობს, ვერ დავაინტერესე ჩემი დარგით... და კიდევ უფრო მეტად სალომე მენატრება. დიდი ხანია, არ მინახავს და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიკრავ გულში. კიდევ კარგი, რომ ესენი მაინც მყავს, ესენი და, საერთოდ, ყველა ჩემიანი! თუ არადა, მართლა გაუსაძლისი გახდებოდა ცხოვრება...

Your browser doesn’t support HTML5