საერთაშორისო ფორუმი ქართული მეცნიერების განვითარებისთვის პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელშიც ფული რუსთაველის ფონდმა ჩადო. უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესორები რამდენიმე დღის განმავლობაში მოხსენება-ლექციებს წაიკითხავენ. თემები შეუზღუდავია. ყველა პროფესორი საკუთარ დარგს წარადგენს. ჯერჯერობით ეს მოხსენებები შიდა სამეცნიერო აუდიტორიისთვის, ძირითადად, მედიის ყურადღების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა მალე პროფესორები უნივერსიტეტებში გადაინაცვლებენ.
ორ მოხსენებაზე მოვყვები - ორს დავესწარი და იმიტომ. პირველი მომხსენებელი, ხნიერი, ჭაღარა თმით, დინჯი და დამაჯერებელი საუბრის მანერით, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი გასტონ ბუაჩიძეა, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი და ნანტის უნივერსიტეტის პროფესორი. აქვს ნათარგმნი ილია, სულხან-საბა, გალაკტიონი, აკაკი, ჭაბუა ამირეჯიბი. ყველაზე მსხვილი ნაშრომი? თარგმნა ‘ვეფხისტყაოსანი’ ფრანგულად. დავიცავიო რითმიკა, რომელიც ჩემამდე ნათარგმნ არც ერთ ვერსიას არ დაუცავსო - რითმა რუსთაველისა, რომელიც არასოდეს არ მეორდება.
დარბაზში ორმოცდაათამდე ადამიანი ზის სამეცნიერო სექტორიდან. გასტონ ბუაჩიძე მშვიდად საუბრობს ტრიბუნიდან.
„ყოველთვის ასე იყო, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისი იდენტურობა სხვისი იდენტურობის პატივისცემით, ეს არის საქართველოს დანიშნულება ამქვეყნად.“
თუმცა რა არის ეს იდენტობა? რას ნიშნავს იყო ქართველი? გასტონ ბუაჩიძის აზრით, საფუძველი ამ იდენტობისა ჩვენამდე მოტანილ ტექსტებშია, აზროვნების ფორმებში, რომელთაც დიდი მოაზროვნენი ქმნიან.
„როდესაც ვეკითხებით ადამიანს, იტალია ვისი ქვეყანაა? პასუხი არის: დანტე ალიგიერის. ესპანეთი ვისი ქვეყანა არის? - სერვანტესის. ინგლისი? - ამას ნუღარ შემეკითხებით, შექსპირის. საქართველო? - შოთა რუსთაველის.“
ამიტომაც მისი თარგმნით მე წარვადგენო მსოფლიოს წინაშე ქართულ მსოფლაღქმასო. თუმცა პროფესორი აღნიშნავს, რომ მასზე გაცილებით წარმატებულნი ამ საქმეში ომები და რევოლუციებია. ალბათ, ის, რაც მას მედიუმის ყურადღების სპექტრშია, რაც გაცილებით სწრაფია, ვიზუალურად თვალს ჭრის და ნაკლებ ფიქრს მოითხოვს. გასტონ ბუაჩიძე ხომ, საუბრის დინჯი მანერით, პოდიუმიდან ლაპარაკობს. მომრავლებული მტრების, ტერიტორიების აგრესიული დაბრუნების და მოგების მიღებით გამსჭვალული აზროვნების ფორმების მიღმა, გასტონ ბუაძიჩე გასაღებს „ვეფხისტყაოსანში“ ეძებს.
„შოთა რუსთაველი არის აქტუალური აგრეთვე იმით, რომ მისი ნაწარმოების გმირები წარმოადგენენ სხვადასხვა რწმენას... შეიძლება იყო ქრისტიანი და მუსულმანი - ეს არ გიშლის ხელს, რომ მეგობარი იყო სიკვდილამდე. აგრეთვე შენ შეიძლება იყო წარმოშობით ინდოეთიდან და ქართული ნაწარმოების გმირი ხდები. ეს უცნაურია. ჩინეთამდე მიემართება ეს მოქმედება.“
მოხსენება ნომერი ორი. შუახნის ქალბატონი, თეთრი, მოკლედ შეჭრილი თმით, დიდი მრგვალი სათვალეებით, შედარებით ნაკლებად ფორმალურად ჩაცმული, წარმოშობით ქართველი, ამერიკელი პროფესორი დოდონა კიზირია, ინდიანას უნივერსიტეტიდან, ინდიანას შტატის საუკეთესო ლექტორად დასახელებული, მთარგმნელი, ქართული ენის მასწავლებელი, მკვლევარი. ორმოცი წელია საქართველოდან გასულია. მოხსენება ასევე იდენტობაზე, თუმცა რეალურ აწმყოსთან შედარებით ახლოს მყოფ იდენტობაზე. „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა თბილისის კულტურული ლანდშაფტი“-ასე ჰქვია მის მოხსენებას. ანუ პოსტსაბჭოთა საქართველოს სამი ფაზა, სამი პრეზიდენტით და გამოხატული არქიტექტურული და სხვა სიმბოლური თავისებურებებით.
ყველაფერი იდეოლოგიით იწყება, რომელსაც საბჭოთა ელიტა ქმნის საკუთარი გემოვნებისამებრ და მთელ სისტემას ამ ჩარჩოში სვამს. ამას კი სამი პოსტსაბჭოთა ფაზა მოჰყვება. ფაზა პირველი - „აგრესიული ნაციონალიზმი“: შეწყვეტილი, გაყინული დროის დაბრუნება, დემონსტრაციულად ქუჩებისათვის სახელების შეცვლა, ძეგლების აღება. ფაზა მეორე: „ბარბაროსული კაპიტალიზმი“ - ფაზა, რომელიც, მომხსენებლის თქმით, თუმცა სხვა ფორმით, განვითარებულმა დასავლეთმაც გაიარა.
„ეს იყო უკიდეგანო ქურდობის, ძარცვის და საზოგადო კუთვნილების მითვისების პერიოდი, პოლიტიკური მოწყობის ყველა დონეზე, მთავრობის მეთაურით დაწყებული და რიგითი მოქალაქით დამთავრებული.“
არქიტექტურაში ამის გამოხატულება? კაზინოები, რესტორნები, ტოტალიზატორები, ეკლესიები (თუმცა ამ თემაზე მომხსენებელმა საუბარი შეგნებულად არ ისურვა, რადგან აღნიშნა, თემა საკმაოდ რთულია ნახევარსაათიანი მოხსენების ფორმატისთვისო), მაღალღობეებიანი კერძო სახლები.
„ეს ნაგებობები კერძო საკუთრების ტრიუმფსა და შესაძლებლობებზე ლაპარაკობდნენ და, ამავე დროს, თავიანთი განსაკუთრებულად მაღალი ღობეებით და ხშირად ეზოში მოსეირნე გერმანული „ავჩარკებითა“ და კავკასიური ნაგაზებით, მიუთითებდნენ ამ ტრიუმფის მონაწილეთა მცირერიცხოვნებაზე. მათთვის არ იყო სასურველი, რომ ქალაქის პლებსს მათი ახლად შეძენილი კეთილდღეობის მიმართ არაჯანსაღი ყურადღება გამოეჩინა.“
ფაზა ნომერი სამი - აჩქარებული განვითარების ფაზა. ტურიზმის განვითარება, უცხოური ინვესტიციები. ეს ყველაფერი შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებისთვის გამოსავალიაო, მიაჩნია პროფესორს. დადებითი მხარე? გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ცივილიზებული და არამაფიოზური ტიპის მომსახურება. უარყოფითი?
„ჩნდება სპეციალურად ტურიზმის განვითარებისათვის განკუთვნილი სიახლეები: გარემონტებული, მაგრამ ცარიელი, ძველთბილისური აივნებიანი სახლები, რომლებიც ქალაქის ზოგიერთ რაიონს თეატრალური დეკორაციის ელფერს აძლევს.“
შენობა-ნაგებობანი, რომელნიც ჩრდილავენ ქალაქის ისტორიულ კულტურულ სტრუქტურას; აბრა-წარწერები, რომლებიც ადგილობრივ მკვიდრთათვის ორიენტაციას ართულებს, რაც, პროფესორის აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა ამ ეტაპზე უფრო მეტ ყურადღებას აქცევს უცხოელთათვის ვიზუალურ წარმოჩინებასა და ქვეყნის კაპიტალიზაციას, ვიდრე საკუთარ მოქალაქეთა სამსახურს. მაგალითები მომხსენებელმა მრავლად მოიყვანა: ვერა პალასი, სპრინგ გარდენი, პარკეტ ავენიუ, მეიდან პალასი, ბათუმ პლაცა, ლისი ლაუნჯი.
„ეს განვითარება პირდაპირ თუ ირიბად გამოხატავს თითქმის ლაქიურ ქედმოხრას დასავლური კულტურისა და ენის წინაშე. ამ შემთხვევაში სიტყვა „ლაქია“ ძალიან ზუსტად გამოხატავს ამ მოვლენის არსს, ვინაიდან ლაქია არის სხვისი მსახური.“
ამ ფაზას დოდონა კიზირიამ მოკლედ ლაქიური ფაზაც უწოდა, მორჩილების ფაზა კაპიტალის მომწოდებელი წყაროებისადმი, რომელიც ისევე არ ემსახურება, მისი აზრით, ინდივიდის თვითიდენტობის განვითარებას, როგორც წინა ორი. თუმცა მომხსენებელმა ასევე აღნიშნა ის გავლენები, რასაც მსოფლიო გლობალიზმის პირობებში განიცდიან იდენტობები, ზოგადად. მიუხედავად ამ შემარბილებელი კონტექსტისა, ეს მოხსენება დარბაზში ნაკლებად პოპულარული იყო. პოპულარობა კი, ალბათ, განისაზღვრება დაკრული ტაშის რაოდენობით და მოხსენების პარალელური საუბრებით დარბაზში. ბუნებრივია, წარსული დიდების ბურუსიდან გამოსვლა და მკაცრ თეორიულ რეალობასთან შეჯახება ადვილი პროცესი არ არის, ალბათ, არც სამეცნიერო აუდიტორიისთვის.