ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ბაღდადში ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა და ათობით კაცი დაიჭრა. ერაყის არმიის გენერალ ალი ფატალის თქმით, პირველი აფეთქება მოეწყო მობილური ტელეფონების მაღაზიასთან ბაღდადის პრესტიჟულ მანსურის რაიონში. მას რამდენიმე წუთში მოჰყვა მეორე აფეთქება ჩრდილოეთში მდებარე კაზიმიაჰის უბანში.