ავღანეთში ორი დემონსტრანტი მოკლეს ნატოს ბაზაზე შეჭრის მცდელობისას

ავღანეთის პოლიციის ცნობით, დღეს ორი დემონსტრანტი მოკლეს მას შემდეგ, რაც მათ ნატოს სამხედრო ბაზაზე შესვლა სცადეს. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ შეერთებულ შტატებში ყურანის დაწვაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით. სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ასობით მამაკაცი შეიკრიბა პროტესტის გამოსათქმელად ჩორას რაიონში. ისინი ქვებს ესროდნენ ნატოს სამხედრო ბაზას. ამავე წყაროს ცნობით, ნატოს ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, როცა მათ სამხედრო ბაზაში შეჭრა სცადეს. ნატოს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ამ ინციდენტზე.