აშშ-ის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეტანიაჰუსა და პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ ებრაელთა დასახლებების საკითხის გარშემო გაჩენილი უთანხმოება უახლოეს მომავალში მოგვარდება. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის ჯორჯ მიჩელის ცნობით, ნეტანიაჰუ და აბასი მომავალ კვირაშიც შევხდებიან ერთმანეთს.