მოსკოვი სოხუმთან სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს

რუსეთი მის მიერ აღიარებულ აფხაზეთთან რეგულარული სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის დაწყებას გეგმავს. რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის სერგეი ივანოვის განცხადებით, აფხაზეთთან რეგულარული მიმოსვლა აქტუალური საკითხია, რადგან ამ რესპუბლიკის კურორტებზე დასვენება, მისაღები ფასის გამო, რუსეთის სულ უფრო მეტ მოქალაქეს სურს. ივანოვის თქმით, რეგულარული სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლის დასაწყებად წინადადებებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ამზადებს.