ირანის ციხიდან გათავისუფლებული ამერიკელი ტურისტი დედას შეხვდა

თეირანში ომანის ციხეში ერთი წლის გატარების შემდეგ ამერიკის მოქალაქე, 32 წლის სარა შორდი დედას შეხვდა. შორდის განთავისუფლებაში, გავრცელებული ინფორმაციით, 500 ათასი ამერიკული დოლარია გადახდილია, თუმცა ოფიციალურად ამ თანხის წარმომავლობა ჯერჯერობით გაურკვეველია. ამერიკის მთავრობა თანხის გამოყოფას უარყოფს, თუმცა, შორდის განთავისუფლებისთანავე ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირანის ხელისუფალთ მიმართავს, გაათავისუფლონ შორდთან ერთად დაკავებული ორი სხვა ამერიკის მოქალაქე. სამი ამერიკელი 2009 წელს ირან-ერაყის საზღვართან დააკავეს. მათ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და სავარაუდო ჯაშუშობა ბრალდებათ. დაკავებულები ამას უარყოფენ.