14 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გურამ ჩახვაძე, ოპოზიციონერი დეპუტატი. ის გახლავთ ”საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი და თვალს ადევნებდა პროექტში ცვლილებების პროცესს. პლენარულ სხდომაზე გატანამდე შეთანხმებულ ცვლილებათა შორის გურამ ჩახვაძე გამოყოფს - ორგანული კანონის, საკუთრების უფლებისა და თვითმმართველობის საკითხებს. განხილვის პროცესში მეტნაკლებად გამოიკვეთა პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნაწილიც, მათ შორის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის, ოპოზიციის უფლებების გაძლიერებისა და მთავრობის როტაციის საკითხები.