ყაზახეთში დაიწყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამხედრო წვრთნები

ყაზახეთში დაიწყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ორკვირიანი სამხედრო წვრთნები, რომლებშიც 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ექვს ქვეყანას აერთიანებს - ყაზახეთთან ერთად, რუსეთს, ჩინეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ყაზახეთში დაწყებული მანევრების მიზანია მომზადება ისეთ რეგიონულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, როგორიც არის ნარკოტრეფიკინგი და ისლამისტი ექსტრემისტების ოპერაციები.