მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში დღეს საჯარო განხილვა იწყება რუსეთ-საქართველოს შორის რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე. საერთაშორისო სასამართლომ, რომლის სათავო ოფისი ქალაქ ჰააგაშია, ნიდერლანდებში, საკითხის განხილვა 2008 წლის 12 აგვისტოს დაიწყო საქართველოს მხარის მიერ შევსებული ოფიციალური განაცხადის საფუძველზე. საქართველოს მხარე ცდილობს დაამტკიცოს რასობრივი დისკრიმინაციის არსებობა რუსეთის მხარის ქმედებაში. რუსული მხარე ამ სარჩელს შეუსაბამოს უწოდებს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 52 გვერდიანი დოკუმენტი დევს, დოკუმენტს ხელს საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში მაია ფანჯიკიძე აწერს და იგი 2008 წლის 12 აგვისტოთია დათარიღებული, ანუ იმავე დღეს, როცა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება შედგა, საქართველოს მხარე საერთაშორისო სასამართლოში პირველ აპლიკაციას ავსებს. თინა ბურჯალიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით საერთაშორისო სასამართლოს მოსმენაზე სასამართლოს ინგლისურად მიმართავს:
„ეს სარჩელი არის აღძრული საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე, რომელიც მიმართულია ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ. კონკრეტულად ეს შეეხება მიმდინარე დისკრიმინაციას ასობით ათასი ეთნიკური ქართველისა მოპასუხე მხარის და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ძალების მეშვეობით.“
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ამ ინიცირებულ სარჩელზე რუსეთის მხარის პასუხის თანახმად, რუსეთის მხარეს მიაჩნია, რომ საკითხი არ შეეხება ეთნიკურ დისკრიმინაციას, რადგან რუსეთი მხოლოდ მესამე მხარეა კონფლიქტში და ამიტომ მისი ბრალდება დისკრიმინაციაში დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას. რუსეთის ფედერაციის ელჩი ნიდერლანდებში რომან კოლოდკინი იმავე მოსმენაზე ასევე აფიქსირებს რუსეთის მხარის პოზიციას:
„რუსეთის ფედერაცია სთხოვს სასამართლოს, მოხსნას სარჩელი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის ინიცირებულია.“
საერთაშორისო სასამართლომ, ორივე მხარის მიერ წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით, 2008 წლის 15 ოქტომბერს საკუთარ დასკვნაში დაწერა:
”ზემოთ ნახსენები ეთნიკური მოსახლეობის საკითხის განხილვის ფონზე სასამართლო ფიქრობს, რომ აქ არსებობს შესაძლო რისკი, რომ ადამიანთა უფლებები ამ შემთხვევაში მოექცეს მიკერძოებული პოზიციების ზეგავლენის ქვეშ.”
ამის მიუხედავად, სასამართლომ გადაუდებელი ზომების ფორმატში არა მარტო რუსეთის მხარეს, როგორც ამას ქართული მხარე ითხოვდა, არამედ ორივე მხარეს მიმართა გაფრთხილებით ფრთხილად მოჰკიდებოდნენ ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხებს:
”ორივე მხარემ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის და ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უნდა:
1) თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის რასობრივი დისკრიმინაციისგან ადამიანების, ჯგუფების თუ ინსტიტუციების მიმართ.
2) თავი შეიკავოს დაფინანსებისგან, მხარდაჭერისა ან დაცვისგან ინდივიდებისა თუ ჯგუფების, ვინც ამ ტერიტორიაზე რასობრივ დისკრიმინაციას ეწევა.
3) გააკეთოს ყველაფერი, რისი ძალაც კი შესწევს, რათა, რასობრივი განსხვავებულობის მიუხედავად, დაცული იყოს ადამიანის უფლება უსაფრთხოებაზე, თავისუფლად გადაადგილებაზე, ასევე დაცული იყოს იძულებით გადაადგილებულთა და დევნილთა საკუთრების უფლება.
ამ დადგენილების მიუხედავად, რუსეთის მხარის კონტრარგუმენტი, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ჭრილში ამ საკითხის განხილვა შეუსაბამოა, ძალაში რჩება და დღეს სასამართლოს საჯარო მოსმენაზე საკითხი სწორედ ამ ჭრილში განიხილება. სასამართლო პირდაპირ აღნიშნავს: ”მოსმენები პირდაპირ განიხილება რუსეთის მხარის პირველადი უარყოფის ჭრილში იურიდიულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით”. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ დღეს უნდა დაამტკიცოს, თუ რატომ არ შეეხება საკითხი რასობრივ დისკრიმინაციას. საპირისპიროს დამტკიცებას ქართული მხარე, საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური გეგმის მიხედვით, ხვალ შეეცდება. იურისტ ლია მუხაშავრიას მიაჩნია, რომ დღეიდან დაიწყება არა იურიდიული შეუსაბამობების გარჩევა, არამედ საქმის არსებითი განხილვა, რადგან იურიდიული შეუსაბამობების ძებნა რუსეთის მხრიდან, უბრალოდ, იურიდიული უარყოფაა რაიმე სახის ეთნიკური დისკრიმინაციისა და არა ის, რომ საქართველოს მხარემ არასწორი იურიდიული ფორმულირება მოახდინა საკუთარი სარჩელისა:
„უარს ამბობენ, რომ ცნონ. მაშასადამე, სასამართლო უნდა შევიდეს არსებით განხილვაში, მოისმინოს ყოველი არგუმენტი და ასახოს მერე საბოლოო გადაწყვეტილებაში.“
თუმცა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო უმრავლეს შემთხვევაში ინდივიდუალურ გამოძიებებს არ ატარებს ხოლმე, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, იმავე ჰააგაში არსებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, სადაც ქართულ მხარეს სარჩელი არ შეუტანია. მისგან განსხვავებით, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საკითხების განხილვას იურიდიული შეუსაბამობების დეტალური განხილვით და მხარეთა მიერ წარდგენილი მასალების გამოძიებით ახორციელებს. საჯარო განხილვები ჩვიდმეტი სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, თუმცა საქმის საბოლოო განხილვა როდის დასრულდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.