მეკობრეების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებულ გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა თანხას მოითხოვენ მეკობრეები დატყვევებული გემის გასათავისუფლებლად. მალტის დროშით მცურავი ხომალდი, რომელიც ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის, ამჟამად სომალის სანაპიროსთან იმყოფება. მეკობრეთა მიერ ადენის სრუტეში, გასულ კვირაში დაკავებული გემის ეკიპაჟის 13 წევრი საქართველოს მოქალაქეა, 3 კი - თურქეთის.