ეროვნული ფორუმი მთელი ქვეყნის პარალიზებით იმუქრება, თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ დათანხმდება.
ეროვნული ფორუმი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. ფორუმის აქტივისტებმა მთელ საქართველოში 80 ათასზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. ეროვნული ფორუმის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი მელაშვილმა ხელმოწერების შეგროვების მნიშვნელობის შესახებ გორში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას 30 000 ხელმოწერა სჭირდება, ფორუმი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გაცილებით მეტ ხელმოწერას წარადგენს, რათა ხელისუფლებამაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც დაინახოს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ითხოვს არა მხოლოდ რამდენიმე პარტია, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის ცვლილებას არ დათანხმდება, ეროვნული ფორუმი მთელს საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება. ირაკლი მელაშვილს იმედი არა აქვს, რომ ხელმოწერების წარდგენის შემდეგ მთავრობა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის დაიწყებს მუშაობას.
ფორუმის იდეაა: ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა, და ამის მიღწევა სპეციალური აპარატურით საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის თითის ანაბეჭდის დაფიქსირებით არის შესაძლებელი, რომელიც ერთიან ბაზაში მოხვდება და განმეორებით ხმის მიცემას გამორიცხავს. გორელების აზრით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა აუცილებელია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და არავის ჰქონდეს მისი გაყალბების შესაძლებლობა.
ეროვნული ფორუმის ლიდერები პოლიტიკურ ზეწოლაზეც ალაპარაკდნენ. ფორუმის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერის სოსო ვახტანგაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო მეუღლეს, რომელიც გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მუშაობს, სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს. ეროვნული ფორუმის ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან.
ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიის ლიდერის ოჯახის წევრზე ზეწოლას უარყოფენ. მხარის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანის დაწინაურება ან გათავისუფლება მისი დამსახურების მიხედვით ხდება.
ეროვნული ფორუმის ლიდერის ირაკლი მელაშვილის თქმით, უკვე დასრულდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები და მოკლე ხანში 8 ოპოზიციური პარტია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით ერთიანი პოზიციით წარდგება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. შეგროვებულ ხელმოწერებს ეროვნული ფორუმი პარლამენტში 23 ოქტომბრამდე შეიტანს. განიხილავს თუ არა პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტს, ეს წლის ბოლომდე გამოჩნდება.