ავსტრიაში აფეთქების შედეგად დაშავდა საქართველოს მოქალაქე

ავსტრიის ქალაქ გრაცში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა საქართველოს მოქალაქე . ავსტრიაში საქართველოს კონსულის, თამარ კიკვაძის განცხადებით, აფეთქება მოხდა საერთო საცხოვრებელთან, რომელშიც ავსტრიაში თავშესაფრის მაძიებელი 30-ზე მეტი უცხოელი ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქე - 49 წლის მამაკაცი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება, საავადმყოფოში მოათავსეს.