საქართველოში, სადაც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო, საჯარო განხილვა თითქმის დასრულებულია, მედიის ექსპერტები ყურადღებას ერთ გარემოებაზე ამახვილებენ. ნაციონალურად წოდებულ სატელევიზიო არხებზე, რომელთა მაუწყებლობა საქართველოში ყველგან ვრცელდება, არ ყოფილა არც ერთი დისკუსია, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის, მომავალი კონსტიტუციის განხილვას დაეთმობოდა და პროექტზე ავტორებთან, სამართლის სპეციალისტებთან და პოლიტიკოსებთან ერთად იმსჯელებდნენ სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეებიც.
რა თავისებურებანი ახასიათებს ე.წ. ცენტრალურ სატელევიზიო სივრცეს და რატომ ვერ ავსებენ სხვა მედიასაშუალებები საინფორმაციო ვაკუუმს, რომელიც განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში იგრძნობა?!
ამ კვირაში პრეზიდენტი იმყოფებოდა ქართულ-იტალიურ საწარმოში, სადაც მისი თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ტყავის წარმოებისთვის აუცილებელი დანადგარებით და ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილნი არიან, მაგრამ, მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, კადრები საკმარისად არ ჰყავთ. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე სწავლას ინჟინერ-ტექნოლოგის პროფესიის დაუფლება სჯობს. ამ პროფესიას უკვე დაუფლებული გოგონა პრეზიდენტს საწარმოში გააცნეს და განუმარტეს, რომ მან სამსახური მას შემდეგ იშოვნა, რაც ერთ-ერთი სატელევიზიო პროგრამიდან ვაკანსიის არსებობა შეიტყო.
”აი, რა სარგებლობა მოაქვს ”ბიზნეს კურიერებს,” აი, ხათუნა კონკრეტულად”, - თქვა საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილმა და მის ამ რეაქციაში უჩვეულო არაფერი ყოფილა. თუმცა ისეთ ქვეყნებში, სადაც კერძო ტელეკომპანიები ერთმანეთის კონკურენტები არიან, უჩვეულოდ ერთი რამ მოეჩვენებოდათ. ”ბიზნეს კურიერის” სარგებლობის შესახებ პრეზიდენტის სიტყვები სრულიად უპრობლემოდ გადასცა ტელეარხმა, რომელიც, წესით, ”ბიზნეს კურიერის” ავტორი ტელეკომპანიის კონკურენტი უნდა იყოს. და იყო კიდეც რამდენიმე წლის წინ.
მედიის ექსპერტის ზვიად ქორიძის შეფასებით, საქართველოში მაუწყებელმა ცენტრალურმა ტელეარხებმა ბოლო რამდენიმე წელია დაიწყეს რეალურად ცხოვრება იმ წესით, რომელიც მმართველებს სურთ. ”თუ აკვირდებით, პრეზიდენტის ყველა აქციას იღებს ერთი კამერა და მერე ეს ტირაჟირებს სხვადასხვა არხზე. ანუ არც არის საჭირო, რომ პრეზიდენტის გადაფრენისთვის, გასეირნებისთვის, ან სხვა საჯარო აქციისთვის სატელევიზიო არხებმა გადასაღებად კამერები გაგზავნონ. ერთი ცენტრალური სიგნალი მიდის და ამით კმაყოფილდება ყველა არხი. შეკითხვაც არ უჩნდებათ, თუ რატომ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ.
მისივე შეფასებით, ნაციონალურ ტელეარხებზე დღეს არათუ მწვავე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემები, სინამდვილეც კი აღარ გვხვდება და სატელევიზიო საინფორმაციო სივრცე არ ასახავს რეალობას, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ, რომ საინფორმაციო პროგრამებში ხშირად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კრიმინალურ ამბებს. ამ ტელეარხების ე.წ. მესიჯი ის არის, რომ ცხოვრება მშვენიერია, - ამბობს გაზეთ ”ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე და დასძენს, რომ ”ვისთვისაც ცხოვრება მშვენიერია, ის, ვთქვათ, გაზეთ ”ბათუმელების” ინფორმაციით არ დაინტერესდება.”
იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ ადამიანებზე ტელევიზიის ზეგავლენა გაცილებით ძლიერი და ეფექტურია, ვიდრე სხვა მედიასაშუალებების, ეთერ თურაძის მიერ მოყვანილი მაგალითიც გამოდგება. მას გაზეთ ”ბათუმელების” რედაქტორი, როგორც წესი, იმის საილუსტრაციოდ იყენებს, თუ რა შედეგს აღწევენ მის გაზეთზე ან რომელიმე რეგიონალურ ტელევიზიაზე გაცილებით ძლიერი მედიასაშუალებები.
”ჩვენი ჟურნალისტი ჩავიდა არჩევნების წინა პერიოდში აჭარის ერთ-ერთ სოფელში და ჩაატარა გამოკითხვა. 100% მხარს უჭერდა სახელისუფლებო პარტიას. როდესაც ვეკითხებოდით, ვინ არის ამ პარტიის კანდიდატი, ამბობდნენ, არ ვიცით და არც გვაინტერესებსო. მაგრამ იცოდნენ, რომ უნდა შემოეხაზათ ხუთი ნომერი. ეს სოფელი ინფორმაციას იღებს იმ ტელევიზიებისგან, რომელთა მთავარი მოქმედება მანიპულაცია, ანუ ტვინის გამორეცხვაა”, - უამბო რადიო თავისუფლებას ეთერ თურაძემ.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კერძო ტელეკომპანიებს უფლება აქვთ თავად აირჩიონ, რას გააშუქებენ და როგორ, და თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია სხვა არხზე გადართოს, არ ეთანხმება მედიის ექსპერტი ზვიად ქორიძე:
”ისინი რომ დღეს მაუწყებლობენ, სარგებლობენ საკმაოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთით. მათ აქვთ მაუწყებლობის სიხშირის ლიცენზია. ეს არის საზოგადოებრივი სიკეთე და ეს არ უნდა დაივიწყონ. ამიტომ არ შეიძლება ასე, რომ მე რასაც მინდა იმას გაჩვენებ. მე რასაც მინდა იმას გაჩვენებ, ეს არის ვირტუალური სინამდვილის შექმნა.”
მმართველთა სურვილისამებრ ვირტუალური სინამდვილის შექმნის სარედაქციო პოლიტიკას ზვიად ქორიძე, თავისდა სამწუხაროდ, უწოდებს ამ ტელეკომპანიათა ჟურნალისტების არჩევანს.
არსებობს სხვა არჩევანიც - მაგალითად, ბათუმის 25-ე დამოუკიდებელი არხის სარედაქციო პოლიტიკა. თუმცა მას და, ზოგადად, რეგიონალურ მედიას, როგორც ჟურნალისტი ეთერ თურაძე ამბობს, ცენტრალური ტელეარხების ჩანაცვლების საშუალება არ გააჩნია. გაზეთ ”ბათუმელების” მთავარი რედაქტორი თავადაა იმის მოწმე, რომ როდესაც 25-ე არხის ეთერში გადაცემა ”დიალოგია,” სატელეფონო ზარები არ წყდება და მაყურებლის ინტერესი საკმაოდ დიდია. მაგრამ ეს არხი ინფორმაციის გავრცელებას, ბათუმის გარდა, აჭარის მხოლოდ უმცირეს ნაწილში ახერხებს. 25-ე არხის მაუწყებლობის თუნდაც მთელ რეგიონში გავრცელებას კი, ეთერ თურაძის თქმით, საკმაოდ დიდი დაფინანსება სჭირდება.
საქართველოში არსებული რეგიონალური ტელეარხების ამჟამინდელი შესაძლებლობების შესახებ იმერეთის მაგალითზე მსჯელობისას ჟურნალისტ ეკა ფხაკაძეს ეჭვი ეპარება, რომ მათ ცენტრალური ტელეარხების პოლიტიკის შედეგად შექმნილი საინფორმაციო ვაკუუმის შევსება შეძლონ:
”არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად რაღაც დოზით ან მთლიანად დამოკიდებულნი არიან ადგილობრივ ხელისუფლებაზე. იმიტომაც, რომ მათ არ უწევთ კონკურენციის პირობებში მუშაობა. მფლობელები დარწმუნებულნი არიან, რომ ის, მართალია, მწირი, მაგრამ მაინც სარეკლამო ბაზარი მაინც მათთან მივა. ამიტომ თავს არ იტკიებენ და პრობლემებს არ იქმნიან”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისელმა ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.
ამ მხრივ პრობლემას არ იქმნიან, მაგრამ ექმნებათ დამოუკიდებელ რეგიონალურ გაზეთებში. ”ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე იხსენებს, რომ როდესაც ერთ-ერთ კაფეს რეკლამის სანაცვლოდ გაზეთის გავრცელება შესთავაზეს, პასუხად მიიღეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ კაფეში გაზეთ ”ბათუმელების” დანახვა პრობლემას და დახურვის საფრთხესაც კი შეუქმნიდათ. ეთერ თურაძის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლები დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, მაგალითად, გაზეთის გამოწერით თავს არიდებენ, რადგან თავიანთი საქმიანობისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ და ურჩევნიათ რეკლამა განათავსონ იქ, სადაც ეტყვიან და არა იქ, სადაც სურთ.
”ბათუმელების” მთავარი რედაქტორი დარწმუნებულია, მისი გაზეთისა და 25-ე არხის მსგავს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს რომ დიდი ტირაჟი და მაუწყებლობის გაცილებით დიდი არეალი ჰქონდეთ, ეს იქნებოდა ალტერნატივა იმ საინფორმაციო პოლიტიკისა, რომელსაც ნაციონალურად წოდებული ტელეარხები აწარმოებენ. რეალურ და ძლიერ ალტერნატივად გადაქცევას კი, ჟურნალისტური პროფესიონალიზმის გარდა, აუცილებლად სჭირდება დაფინანსება, რომელიც, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის მიუხედავად, ჯერჯერობით საკმაოდ მწირია.