დასასრულს მიუახლოვდა თბილისში მიმდინარე ამბასადორიალი, რომელიც 7 სექტემბერს გაიხსნა სასტუმრო ”რედისონში”. სამდღიანი შეკრებისას დიპლომატებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუსახეს ამოცანები, რომლებიც ახალი პოლიტიკური წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ნალბანდოვს ამბასადორიალის მნიშვნელობასა და მიზნებზე რადიო თავისუფლება ესაუბრა.