თანამედროვე მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსის, ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის ფილმი „ირლანდიური მარშრუტი“ დაგვიანებით გამოდის მსოფლიო ეკრანებზე. სურათის პრემიერა წლევანდელ კანის ფესტივალზე შედგა, თუმცა კინოთეატრებისთვის ლოუჩის ფილმი სექტემბრამდე გააჩერეს - „ირლანდიური მარშრუტის“ დიდი პრემიერა 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების მე-9 წლისთავის აღნიშვნას დაამთხვიეს.
კანის ფესტივალის დირექციამ აღიარა, რომ თავად დაარღვია კინოფორუმის რეგლამენტი – საკონკურსო პროგრამაში ჩართო „ირლანდიური მარშრუტი“, როცა განაცხადების წარდგენის ვადა უკვე დიდი ხნის გასული იყო. უფრო მეტიც, უკვე დაბეჭდილიც კი იყო ფესტივალის კატალოგი და გამოცხადებული პროგრამა. ამის გამო „ირლანდიური მარშრუტი“ – სურათი, რომლის მონტაჟიც კი არ იყო დასრულებული ფესტივალის გახსნის დღეს - სადღაც ბოლოსთვის მოიტოვეს. დირექციამ ძლივს მიაგნო ცარიელ ადგილს, „ფანჯარას“ ფესტივალის გადატვირთულ პროგრამაში, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა აჟიოტაჟი და ლოუჩის ახალი ფილმის მიმართ ინტერესი – იმდენად, რომ პირველ სეანსზე უამრავი ჟურნალისტი დარბაზის გარეთ დავრჩით.
თუმცა სეანსიდან გამოსულები აღფრთოვანებას მაინცდამაინც არ გამოხატავდნენ. ყველა ამბობდა, რომ ლოუჩი მეორედ ვერ მოიპოვებს „ოქროს პალმას“ (ორი წლის წინ მისი ფილმი „ქარი წაგვიღებს“ ფესტივალის მთავარი პრიზით დაჯილდოვდა), რომ რეჟისორს არ გამოუვიდა პუბლიცისტიკისა და თრილერის ჟანრის გაერთიანება. მერე პრესკონფერენცია გაიმართა. მოხდა ისე, რომ ჟურნალისტებმა, რომელთაც ფილმი ნანახი არ გვქონდა, ჯერ რეჟისორს მოვუსმინეთ.
თუმცა კენ ლოუჩის ფილმის მსოფლიო პრემიერას იმის გამო არ დაუგვიანია, რომ კანში დიდი რეჟისორი პრიზის გარეშე დარჩა: კინოგამქირავებლებმა სურათი 11 სექტემბრისთვის შეინახეს – იმ დღისთვის, როცა ამერიკა პატრიოტის დღეს აღნიშნავს, როცა, როგორც წესი, არა მარტო 11 სექტემბერს დაღუპულ ადამიანებს იხსენებენ, არამედ ცდილობენ გადააფასონ საზოგადოების განწყობილება ამ ტრაგიკული ამბების შემდეგ, ამერიკის ხელისუფლების პოლიტიკა, ტერორისტებთან ბრძოლის ფორმები და, რაც მთავარია, ერაყის ომი.
„ირლანდიური მარშრუტი“ – ასე უწოდებდნენ ამერიკელი ჯარისკაცები გზას ბაღდადის აეროპორტსა და იმ რაიონს შორის, სადაც ამერიკული, ბრიტანული დაწესებულებები იყო განლაგებული. სწორედ ამ გზაზე დაიღუპება ფილმის გმირი, ფრენკი, რომელიც თავის მეგობარ ფერგიუსთან ერთად ბრიტანული ობიექტების დამცველ რაზმში მსახურობდა. ფერგიუსი დამოუკიდებლად იწყებს გამოძიებას და აღმოაჩენს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ხელისუფლება გაყალბებას არ ერიდება, რომ თავად თავდაცვის სამინისტროში ბობოქრობს კორუფცია და დასავლეთი ერაყელი ტერორისტებისგან ხშირად ქმნის მტრის ხატს, რომელიც, თავის მხრივ, სოციალური პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად სჭირდება: მთავარი ამ ფილმში ხომ, ისევე როგორც, საერთოდ, ლოუჩთან, სოციალური სიდუხჭირეა, რომელმაც აიძულა ლოუჩის ფილმის გმირები ერაყში საბრძოლველად წასულიყვნენ.
კენ ლოუჩმა 11 სექტემბრის ტრაგედიას და ტერორიზმთან ბრძოლას უკვე მიუძღვნა ერთი ფილმი - ნოველა, რომელიც შევიდა სურათში „11 სექტემბერი“ და რომლის პრემიერაც 2002 წელს შედგა. ლოუჩი აქ არა 2001 წლის 11 სექტემბრის ამერიკას აღადგენს, არამედ 1973 წლის 11 სექტემბრის ჩილეს – სურათის გმირი შეახსენებს ამერიკელებს 30 000 უდანაშაულო ადამიანს, რომელიც პინოჩეტის პუტჩს შეეწირა ჩილეში... იგი ამერიკელებს სწერს წერილს და ეკითხება, რატომ არ გამოუცხადა სოლიდარობა ამერიკულმა საზოგადოებამ ადამიანებს, რომელთა დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუჭირეს მხარი და, რაც მთავარია, რატომ არ ცნო მაშინ ტერორისტად დემოკრატიულმა საზოგადოებამ გენერალი პინოჩეტი. მაშ, რას შეიძლება ვუწოდოთ ტერორისტი და ტერორიზმი?
ახალ ფილმში „ირლანდიური მარშრუტი“ კენ ლოუჩი ისევ სვამს ამ კითხვებს... მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს ამაზე დაფიქრება მაშინ მოუწევს, როცა მსოფლიო 11 სექტემბრის მსხვერპლს იხსენებს და როცა ამერიკელი ჯარისკაცები ერაყიდან გამოვიდნენ.