ედუარდ კოკოითი მოსკოვში იმყოფება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია, რომელსაც ედუარდ კოკოითი ხელმძღვანელობს, მოსკოვში იმყოფება. სააგენტო რეს-ის ცნობით, კოკოითი შეხვდა რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს მდივანს ბოროდინს, რომელთანაც სამოკავშირეო სახელმწიფოში სამხრეთ ოსეთის გაწევრიანების პერსპექტივაზე იმსჯელა. ამავე სააგენტოს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ ცხინვალი დაინტერესებულია რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან გაერთიანებით, თუმცა, კოკოითისა და ბოროდინის შეხვედრისას კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა.