ცხინვალიდან დევნილი ვახტანგ ტატულაშვილი თითქმის 20 წლის განმავლობაში საცხოვრებლის გარეშე იყო დარჩენილი. დღეს მას სოციალური საცხოვრებლის გასაღები გადაეცა. კეთილმოწყობილ ერთოთახიან ბინაში იგი მეუღლესთან ერთად იცხოვრებს.
„აქამდე ძალიან ვწვალობდი, ხან სად ვიყავი და ხან სად. თავშესაფარი არსაით მქონდა. ახლა კმაყოფილი ვარ, მთავრობა და საზღვარგარეთის ხალხი რომ დამეხმარა.“
დღეს გორში დევნილი და სოციალურად დაუცველი 14 ოჯახი სოციალურ საცხოვრებელში შეასახლეს. გასულ წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა პილოტური პროექტი: „სოციალური საცხოვრებელი კეთილმოწყობილ გარემოში“. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, იტალიისა და საქართველოს მთავრობები. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ 3 793 000 ლარით დააფინანსა და ანალოგიური საცხოვრებლების მოწყობა გორის გარდა დაგეგმილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. აღნიშნული საცხოვრებლები გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე იქნება და მობინადრეებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ - იქ სოციალური პირობების გაუმჯობესებამდე დარჩებიან. საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბუხლერის განცხადებით, პროექტის ამოცანაა ის, რომ შეიქმნას ისეთი საცხოვრებელი გარემო, სადაც მოხდება ადამიანებს შორის სოლიდარობის, კომუნიკაციისა და ინტეგრაციის სტიმულირება.
ახალ სახლებთან, იქვე 100 მეტრში, გორის ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში შესახლებული დევნილებიც შეიკრიბნენ. ორი წლის განმავლობაში შენობაში მოუწესრიგებელია წყლისა და კანალიზაციის სისტემები. სახურავიდან წყალი ჟონავს. ასიათ ტერაშვილის თქმით, შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები კი დაიწყო, მაგრამ ამით მათი საცხოვრებელი პირობები ვერ გაუმჯობესდება.
„შიგნით სახლში წყალი ჩამოდის, კედელი სულ დანგრეულია, ყურადღებას კი არავინ არ გვაქცევს.“
დევნილებმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თხოვნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს მიმართეს. მათ საჯარო საუბარს რადიო თავისუფლებაც იწერდა. სუბელიანს ხმის ჩამწერი მოწყობილობის დანახვა არ ესიამოვნა და მისი გამორთვა მოითხოვა:
კობა სუბელიანი: „გაუფრთხილებლად მიკროფონი აღარ მომიშვირო აღარასოდეს.
რადიო თავისუფლება: რატომ, ბატონო კობა? ხალხს საჯაროდ ესაუბრებოდით და რა პრობლემა იყო?
კობა სუბელიანი: „შევთანხმდეთ და უარი ინტერვიუზე როდისმე ხომ არ მითქვამს შენთვის? წინასწარ გამაფრთხილე და მომზადებულად გიპასუხებ.
საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ნარკოლოგიურ ცენტრში მცხოვრებმა დევნილებმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს. მათთან პრობლემების გასარკვევად მოსაუბრე მინისტრს კი ის უფრო მეტად აინტერესებდა, ჩართული იყო თუ არა მიკროფონი და მისი გამორთვა რამდენჯერმე მოითხოვა. მისი აზრით, ქუჩაში დევნილებთან პრივატული საუბარი ჰქონდა და მედიის იქ ყოფნა საჭირო არ იყო. პრობლემების გადაჭრა მათი დამალვით ვერ ხერხდება. ამ პრობლემის გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტის საქმიანობა კი სუბელიანს გართობად მიაჩნია:
კობა სუბელიანი: „გამორთე, რა?“
რადიო თავისუფლება: ვერ ვიგებ, რა პრობლემაა?
კობა სუბელიანი: „საქმეზე ვლაპარაკობ და ერთობი შენ?“
რადიო თავისუფლება: არ ვერთობი.