სამხრეთ რუსეთში რვამდე გაიზარდა ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში ხანძრების შედეგად დაღუპულების რიცხვი რვამდე გაიზარდა. საგანგებო მდგომარობათა სამინისტროს მონაცემებით, სავადმყოფოებში მოათავსეს 14 ადამიანი, დაიწვა 500-მდე სახლი. ვოლგოგრადის ოლქის ოთხ რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. ხანძრის კერების უმრავლესობა ლიკვიდირებულია. ხანძრების მიზეზად სახელდება სიცხე და ძლიერი ქარები. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გასცა დავალება, ვოლგოგრადისა და სარატოვის ოლქებისათვის, ბოლოდროინდელი ხანძრების შედეგებთან გასამკლავებლად, მილიარდი რუბლის გამოყოფის შესახებ.