3 სექტემბერს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ახლა უკვე დუმილის აქციებით ცდილობს საკანონმდებლო ორგანო მიიყვანოს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ არსებულ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდეს.