დღეს, მოძრაობა “არა” აქციის სანქცირების თაობაზე თბილისის მერიაში განაცხადს შეიტანს. აქცია 10 სექტემბერს ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთანაა დაგეგმილი. აქცია პოლიტიკური, უკანონო და რელიგიური პატიმრების მხარდასაჭერად გაიმართება. მოძრაობა “არა”-ს ინიციატივას მხარს უჭერენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, პატიმრების მშობლები და ნათესავები.