კიდევ ერთი საკონსტიტუციო შეხვედრა პარლამენტში, ამჯერად - უმცირესობათა წარმომადგენლებთან. ახალი ჩასწორებებით, უმცირესობებისთვის კონსტიტუციაში სპეციალური გარანტიები ჩადებული არ არის, თუმცა, ავტორთა თქმით, უმცირესობები ისეთივე მოქალაქენი არიან, როგორიც სხვები და, შესაბამისად, დამატებითი დამცავი ბერკეტები, ამ მხრივ, ამ ეტაპზე აუცილებელი არაა.
სამი ადამიანი შემაღლებული ტრიბუნიდან, კონსტიტუციით დამტკიცებულ ოფიციალურ ენაზე, ქართულად, სხვა ენების - უმცირესობათა -წარმომადგენლებს მიმართავს: დეცენტრალიზაცია მოვახდინეთ, ასე რომ, ხელისუფლების უზურპირებას ვეღარავინ შეძლებსო. ბიუჯეტი, მთავრობის ფორმირება, კანონმდებლობა სახელისუფლებო შტოებს შორის დავაბალანსეთ, საკუთრება ხელშეუვალი გავხადეთ, მოსამართლე უვადოდ დავნიშნეთ, რითაც მისი დამოკიდებულება პოლიტიკურ ცვლილებებზე შევასუსტეთ, და ადგილობრივი მმართველობა გავაძლიერეთო, ნაბიჯი დასავლეთისკენ გადავდგითო. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, თავის დროზე
„საპრეზიდენტო ინსტიტუტში ძალაუფლების ზედმეტად თავმოყრა მოხდა. ძირითადი ამოცანა იყო ეს სისტემა დაგვებალანსებინა, რათა მომავალში განვითარების - დემოკრატიული განვითარების - მეტი საშუალებები არსებობდეს საქართველოში.“
ეგ კი, ბატონო, მაგრამ X ცვლილებები ისევ Y პიროვნების სასარგებლოდ რომ ხდება?! ცვლილებები მოქმედი პრეზიდენტის გაპრემიერებას რომ უწყობს ხელს?! კომისიის წევრებმა, როგორც აღვნიშნეთ, ამ საკითხს X-Y დაარქვეს. ამ კრიტიკაზე მათი პასუხი ასეთია: პრემიერი პარლამენტზეა დამოკიდებული, რადგან მთავრობას პარლამენტი აკომპლექტებსო. მთავრობა პრემიერს, პარლამენტს კი, თავის მხრივ, ხალხი ირჩევსო, ანუ არაპირდაპირ ხალხი ირჩევს პრემიერსო. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ვერავის შევუზღუდავთ უფლებას, პოლიტიკაში მონაწილეობა მიიღოსო.
დავით დარჩიაშვილი: „აბსოლუტურმა უმრავლესობამ საერთაშორისო ექსპერტებისა მიუღებლად ჩათვალა კონკრეტული ადამიანისათვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, იმიტომ რომ სხვა ამას ვერაფერი დაერქმევა, რადგანაც მთავრობას წარადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობით მოდის პარლამენტში, ესე იგი შენ ადამიანს უკრძალავ პარტიულ და პოლიტიკურ მოღვაწეობას. ასეთი რამ, როგორც პრეცედენტი, დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს. პირიქით, თუკი ვინმეს ეშინია, რომ პიროვნებებს არ მოერგოს კონსტიტუცია, სწორედ ასეთი აკრძალვა იქნებოდა პიროვნებებზე მორგება, ოღონდ ნეგატიური კუთხით: აი, ვიღაცა არ მოგწონს და მოდი, იმ ვიღაცას არ ჰქონდეს არაფრის უფლება.“
თუმცა, თუ რამ კომისიას შეეშალა და ვერ გათვალა, ახალი საკონსტიტუციო ჩასწორებებით ისეთი ბერკეტი ამოქმედდება, რომელიც ადგილობრივ კანონმდებლობას საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიაში მოიყვანსო, რაც შეცდომებისგან თავდაცვის ერთგვარი მექანიზმიაო, მიაჩნიათ კომისიის წევრებს. მსგავსი რამ თავად ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობაშიც კი არ დევსო, განაცხადა შეხვედრაზე თენგიზ შარმანაშვილმა:
„ეს ბერკეტი ბევრ კონსტიტუციას არა აქვს. ყველა ცდილობს, რომ სხვადასხვა ნორმები მხოლოდ მაშინ დაიცვას, როცა ეს შიდა კანონმდებლობაშია აღნიშნული - განსაკუთრებით ამერიკულ კანონმდებლობაში. თუ საკითხი შიდა ნორმებში გაწერილი არაა, ასე პირდაპირ საერთაშორისო კანონმდებლობაზე ვერ გახვალ. მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ უფრო დიდი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მსგავსი ჩანაწერი გვაქვს.“
მხოლოდ ერთსაათიანი შეუწყვეტელი დისკურსის შემდეგ მიუბრუნდნენ კომისიის წევრები ნახევრად შევსებულ დარბაზში მსხდომ უმცირესობათა წარმომადგენლებს. მცირე შენიშვნებისთვის ახლა თქვენ გისმენთო. უკაცრავად და ჩვენ აქამდე რატომ არ ჩაგვრთეთ ამ დადებითი ცვლილებების მიღებაშიო? -გაისმა შეკითხვა დარბაზიდან. და კიდევ:
„ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებში უცვლელი რჩება ნაწილი, რომელიც უმცირესობათა კანონიერ უფლებებს შეეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს არსებულ ვითარებაში სამართლებრივი და ინსტიტუციონალური რესურსები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, საკმარისია იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ერთმანეთის მიმართ ეთნოსთა უფლებების ჰარმონიულობა და უმცირესობათა უფლებების დაცვა, თუ რაიმე სხვა ტიპის წინაპირობა და მიზეზები არსებობდა ამისთვის?“
საკონსტიტუციო ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, ამ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებათა მიზანი არ ყოფილა.
თენგიზ შარმანაშვილი: „ამ ნაწილს არ შევხებივართ. თუ მომავალში რამე იქნება ამ მხრივ გასაკეთებელი, ამის საშუალება იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო რეფორმის დასრულება აქ არ ხდება. დადგება ის დრო, როცა მეორე თავთან დაკავშირებით იქნება წინადადებები შეგროვებული, გაანალიზებული და ამ ნაწილშიც განიცდის საქართველოს კონსტიტუცია რეფორმას.“
არსებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის დაცვას დავით დარჩიაშვილი შეეცადა. მისი თქმით, უმცირესობებისთვის გარანტიები არსებული კონსტიტუციითაც არსებობს:
„მეორე თავი, რომლის ძირითადი არსი არის ადამიანის უფლებათა გარანტირება, გულისხმობს იდენტობის უფლებას, კულტურული თავისთავადობის უფლებას. თავისი ზოგადი ფორმულირებებით იგი მოიცავს უმცირესობათა - რელიგიური იქნება ეს თუ ეთნიკური - დაცვის აუცილებლობასა და გარანტიებს.“
ამას გარდა, დავით დარჩიაშვილის თქმით, საკუთრების უფლების განმტკიცება ახალი საკონსტიტუციო ჩასწორებებით და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება თავისთავად ზრდის უმცირესობათა უფლებებს:
„თქვენ იცით, რომ მთელ რიგ ადგილებში უმცირესობა წარმოადგენს უმრავლესობას საქართველოს ტერიტორიაზე - მუნიციპალიტეტებშიც, შესაბამისად.“
ეს კი, დავით დარჩიაშვილის თქმით, იმას ნიშნავს, რომ თუ ეს მუნიციპალიტეტები, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობა, გაძლიერდა, გაძლიერდება ამ თვითმმართველობაში შეკრებილი უმცირესობაც.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობა ილია ჭავჭავაძის დარბაზში დღეს უმრავლესობა იყო, ორსაათიან შეხვედრაზე მან სულ ხუთამდე შეკითხვის დასმა მოახერხა. ეს ყველაფერი კომისიის მუშაობის, დასავლური რჩევებისა და უკვე შექმნილი ტექსტის ლეგიტიმაციის პროცესს უფრო ჰგავდა, ვიდრე ახალი იდეების გენერირებას. თუმცა ავტორებმა აღნიშნეს, რომ გვიან არც ახლაა. მათ უმცირესობათა წარმომადგენლებს საკონსტიტუციო კომისიის ვებგვერდზე მიუთითეს და დასძინეს, რომ კომენტირების საშუალება ჯერ კიდევ ყველას აქვს. „აგვისტოს“ კრიტიკოსებს კი მომხსენებლებმა შეახსენეს, რომ უკვე სექტემბერია და გეგმაში კიდევ რამდენიმე საჯარო განხილვაა.