მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ოთხი მოქალაქე მოკლეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაულ დასახლებასთან ისრაელის ოთხი მოქალაქე მოკლეს. პოლიციის პრეს-მდივან მიკი როზენფელდის განცხადებით, ავტომანქანას, რომელშიც ოთხი ადამიანი იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს ებრაულ დასახლებასა და ქალაქ ჰებრონთან მდებარე პალესტინურ სოფელს შორის გზაზე. ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასის“ განცხადებით, იერიში იყო „ნორმალური პასუხი ოკუპაციაზე“. ინციდენტი მოხდა მაშინ, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მიემგზავრებოდა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შესახვედრად და სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების საკითხზე სასაუბროდ.