პური 10 თეთრით გაძვირდა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასი კი ლაგოდეხში თითქმის გაორმაგდა. მაგალითად, ერთი ლიტრი ზეთის შეძენა აქამდე თუ 3 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს მისი ფასი უკვე 4 ლარია. ფასების მატებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
ადამიანები, რომლებიც პენსიის იმედად არიან, ამბობენ, რომ მალე პენსია მხოლოდ პურის საყიდლადაც კი აღარ იქნება საკმარისი.
ფასების მატებამ პანიკა მოქალაქეთა იმ ნაწილშიც გამოიწვია, ვინც დასაქმებულია და შემოსავლის წყარო აქვს.
ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს. კაკალაშვილის განმარტებით, საქართველოში პურზე ფასის კლება მალე დაიწყება. დეპუტატის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ფოთის პორტში შემოსული ტანკერიდან ხორბალი ჩამოიტვირთება.
"პორტში დიდი რაოდენობით კანადური ხორბალი შემოვიდა, რაც შესაძლებლობას იძლევა დაახლოებით სამ კვირაში პურზე ფასების დაწევა დაიწყოს. მსოფლიოში ხორბლის კრიზისის გამო საქართველოში ფქვილზე ფასები 30-40 პროცენტით არის მომატებული, რამაც, თავის მხრივ, პურის და პურპროდუქტების გაძვირება გამოიწვია", -აცხადებს კაკალაშვილი.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე წელს "ელიტური" სათესლე ხორბალი შეიძინა, რომლის მოსავლიანობა ჩვეულებრივზე სამჯერ მეტია.