კვირის ბოლოს ავღანეთში დაიღუპნენ შეერთებული შტატების შვიდი ჯარისკაცი და არჩევნების ერთი კანდიდატი

ავღანეთში კვირის ბოლოს მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა შეერთებული შტატების შვიდი ჯარისკაცი და არჩევნების ერთი კანდიდატი. ნატოს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო კონტინგენტი იტყობინება, რომ ორი ჯარისკაცი კვირას დაიღუპა ორ სხვადასხვა ინციდენტში. ხუთი ჯარისკაცი მოკლულ იქნა სხვა შეტაკებებში ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. კანდიდატი აბდულ მანანი, რომელიც არჩევნებში კენჭს იყრიდა ჰერათის პროვინციაში, შაბათს მოკლეს ცეცხსასროლი იარაღით.