განვლილ კვირაში დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს ვებსაიტზე გამოქვეყნებულმა ბლოგმა "ნაგავი და ტერიტორიები". ბლოგის მკითხველთა კომენტარებში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი მოსაზრება. ერთნი ფიქრობენ, რომ დანაგვიანებისთვის პირველ რიგში პასუხისმგებელია საზოგადოება. მეორენი კი მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ სახელმწიფოს, რომელმაც, მათი აზრით, ნაგავი დროზე უნდა გაიტანოს. დღევანდელ პროგრამაში ამ გამოხმაურებებს მიმოვიხილავთ.