ჩინეთში ავიაკატასტროფას 43 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე 96 მგზავრი იყო. დანარჩენების გადარჩენა და საავადმყოფოში მოათავსება მოხერხდა. თვითმფრინავი ქალაქ ხაბრინიდან მიფრინავდა ქალაქ იჩუნში, სადაც, მფრინავმა თვითმფრინავი ბილიკზე ვერ დასვა, რასაც მოჰყვა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს.