კვირას ავღანეთში 14 ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებსა და ძალადობის სხვა აქციებს

კვირას ავღანეთში 14 ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებსა და ძალადობის სხვა აქციებს. პროვინცია ფარიაბში ნაღმზე აფეთქდა ავტომანქანა, რომელშიც ავღანეთის არმიის ოფიცერი და კიდევ ოთხი ადამიანი მგზავრობდნენ. ყველა დაიღუპა. აღვანეთის აღმოსავლეთში აფეთქებების შედეგად დაიღუპა ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე. ქვეყნის სამხრეთში, პროვინციებში, ჰელმანდსა და ყანდაარში, რამდენიმე შეტაკება მოხდა, რომელთაც 7 ადამიანი ესხვერლა.