ირანში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მონაწილეობით გაიმართა ქვეყნის პირველი გრძელი რადიუსის მოქმედების უპილოტო ბომბდამშენის პრეზენტაცია. ცერემონიაზე გამოსვლისას აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ ასეთი ბომბდამშენის შექმნის მიზანია პრევენციული დარტყმის განხორციელება იმათ მიმართ, ვინც „აგრესიას“ ამზადებს ირანის წინააღმდეგ.