პარიზი ბოშების არალეგალურ ბანაკებს ებრძვის
Your browser doesn’t support HTML5
ხუთშაბათს საფრანგეთიდან რუმინეთის დედაქალაქისკენ გაფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც ბუქარესტში ჩაიყვანა 79 რუმინელი ბოშა. ამრიგად, ამოქმედდა საფრანგეთის ხელისუფლების პროგრამა, რომლითაც პარიზმა ბრძოლა გამოუცხადა ბოშების არალეგალურ ბანაკებს. ბუქარესტში გაფრენამდე ბოშების ეს ჯგუფი ქალაქ შუაზი ლე რუას ერთ-ერთი სკოლის სპორტდარბაზში მოათავსეს.