საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მოქვის ოთხთავი, რომელიც 1300 წელსაა გადაწერილი, გადაუდებელ დიაგნოსტიკასა და რესტავრაციას საჭიროებს. შეშფოთებას იწვევს ეტრატის ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურების დაშლის პროცი. ქართველი სპეციალისტების ყველა მცდელობა საკუთარი ძალებით შეეჩერებინათ რღვევა უშედეგოდ დასრულდა. ჯიმშერ რეხვიაშვილი მოგითხრობთ მოქვის სახარების მდგომარეობის, მნიშვნელობისა და გადარჩენის გზების შესახებ.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაახლოებით 45 ათასამდე ქართული და უცხოური ისტორიული დოკუმენტია დაცული. საქართველოს კულტურის უმდიდრეს საგანძურად ითვლებას ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელთა შორის მორთულობის სპეციფიკურობით, მრავალფეროვნებითა და ტრადიციულობით საეკლესიო შინაარსის დოკუმენტები გამოირჩევა.
„13 საუკუნეში, აფხაზეთში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით გადაიწერა სახარება, რომელიც გამორჩეულია ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურებით და მრავალფეროვანი ორნამენტებით...“ - ესაა ამონარიდი ვიდეორგოლიდან, რომელსაც საქართველოს ტელევიზიები პერიოდულად უჩვენებენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შეკვეთით დამზადდა და მისი საშუალებით ცენტრის ხელმძღვანელობა მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო აქციაში. ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას თქმით, სწორედ მოქვის სახარების უნიკალურ მინიატურებსა და ორნამენტებს ემუქრება დაშლის საფრთხე.
„სამწუხაროდ ისეთ მდგომარეობაშია, რომ მასთან მკვლევარის მიკარებაც კი არ შეიძლება და ფაქტობრივად ხელსაც კი ვერ ვახლებთ. ხდება ისეთ, რომ მიკრონაწილაკები ცვივა მინიატურას, მიმობნეულია ეტრატის სხვადასხვა ნაწილებზე და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს“, ბუბა კუდავას თქმით, საქართველოს არ გააჩნია რესტავრაციისათვის საჭირო როგორც მასალები, ისე აპარატურა. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ელენე მაჭავარიანი მოქვის ოთხთავის პრობლემას ასე აღწერს:
„მხატვრობა შესრულებულია ტყავზე, მაგრამ ფონად აქვს გამოყენებული ოქრო. დროთაგანმავლობაში საღებავებსა და ეტრატს შორის არსებული შემაკავშირებელი ნივთიერება ამოშრა, საღებავებმა შეიშრო ეს ოქრო. ამის გამო მინიატურების ნახატობა იშლება, იტკიცება და საჭიროებს დახმარებას“.
საგულისხმოა, რომ დახმარების, ანუ მინიატურების გადარჩენის ყველა წინა მცდელობა, როგორც პროფესორი ელენე მაჭავარიანი ამბობს, წარუმატებლად დასრულდა:
„ძალიან ადრე კვერცხის ცილით დაფარეს კამარები, ანუ შესამაგრებელ ნივთიერებად გამოიყენეს კვერცხის ცილა, მაგრამ ამან მოგვცა უარყოფითი შედეგი. შემდეგ, საქართველოში მოწვეულმა გერმანელმა რესტავრატორმა სცადა შემაკავშირებელი ნივითერების ამოქაჩვა, რათა მისი საშუალებით შეწებებულიყო საღებავების ფენა ეტრატთან, მაგრამ ვერც ამანა გაამართლა“.
ელენე მაჭავარიანის თქმით, მოქვის ოთხთავი - 1300 წელს შესრულებული და ერთ-ერთი ყველაზე უხვად დასურათებული ძველი ქართული ხელნაწერი მოქველმა ეპისკოპოსმა დანიელმა მოქვის ეკლესიას შეწირა. უნიკალური სახარება 19-ე საუკუნის 80-იან წლებში გელათის მონასტრის წიგნსაცავში ინახებოდა, 1921 წელს კი საქართველოს ეროვნულ საგანძურთან ერთად საზღვარგარეთ გაიტანეს. საქართველოში მისი დაბრუნება მხოლოდ 1945 წელს მოხერხდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ტაოკლრარჯეთისა და ლაზეთის მთავრეპისკოპოს თეოდორეს თქმით, მოქვის ოთხთავი, რომელიც მდიდარია ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტური კომპოზიციებითა და უნიკალურია თავისი მხატვრული ღირსებებითაც, საქართველოს მატერიალური და სულიერით კულტურის უმნივშნელოვანესი ძეგლია:
„ეს არის საქართველოს ეკლესიისა და მთელი ერის უდიდესი სიწმინდე და მის გადარჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოქვის სახარება არის მსოფლიოს კულტურის შედევრი და საქართველოს სავიზიტო ბარათი მოსოფლიო კულტურაში. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი დაკარგვა!“.
მეუფე თეოდორე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის წევრია. კომისიამ 2010-2011 წლების მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში 37 საპროექტო განაცხადიდან მხოლოდ 10 შეარჩია. რჩეულთა შორის მოხვდა პროექტი, რომელიც მოქვის ოთხთავის დიაგნოსტიკას, დიგიტალიზებას და გამოცემას ითვალისწინებს. კომისიის წევრია ნიკოლოზ ვაჩეიშვილიც - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.
„თვითოეულ ილუსტრაციას აქვს ძალიან დიდი ღირებულება, რომ არაფერი ვთქვათ ტექსტზე. თითოეული ფურცელი უნდა იქნას გამოკვლეული, კონსერვირებული და სათანადოდ დაცული. ამ საქმეში როდესაც საერთაშორისო ექსპერტებიც იქნებიან ჩართული, შედეგი მეტად გარანტირებული იქნება და ამიტომაც იუნესკოს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ძალიან კარგია, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს და ხელნაწერი ასეთ კარგ მდგომარეობაში იქნეს დაცული“.
თუმცა. სპეციალისტები შიშობენ, რომ მოქვის ოთხთავის გადასარჩენად მხოლოდ იუნესკოს დახამერბა ვერ იქნება საკმარისი. განსაკუთრებით ძვირი - რამდენიმე ათეული ათასი ამერიკული დოლარი ჯდება დიაგნოსტიკისთვის საჭირო მაღალი კვლაფიკაციის სპეციალისტისა და ულტრათანამედროვე მოწყობილობის დაქირავება. ამიტომაც, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და კულტურული მემკივდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დახმარებისათვის საზოგადოებას მიმართავენ. მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ 700 685-ზე. ზარის ღირებულება ერთი ლარია.