სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო თურმანიძე

ნინო თურმანიძე, ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” იურისტი

19 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო თურმანიძე, ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლების” იურისტი. მან ილაპარაკა სავალდებულო-სამხედრო გაწვევის იურიდიულ ასპექტებზე. ნინო თურმანიძის თქმით, ვაჟები 18-დან 27 წლამდე შესაბამისი უწყების მიღების შეთხვევაში ვალდებულია გამოცხადდეს მითითებულ მისამართზე, მითითებულ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ ჯერზე მას 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. შემდეგ გამოუცხადებლობაზე კი სანქცია მკაცრდება. 2000 ლარის გადახდის სანაცვლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება ხდება მხოლოდ ორჯერ. საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი დასაბუთების და არგუმენტების წარმოდგენის საფუძველზე სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული სამსახურის გავლის უფლება აქვთ.