ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს მაია სიდამონიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ვერა ქობალიამ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა მაია სიდამონიძე. 26 წლის სიდამონიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება მოიცავს დასაქმებას, მომსახურების დონის გაუმჯობესებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას.