აწყურის ტყეში ხანძარი გრძელდება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ აწყურში ხანძრის სრული ლოკალიზება ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა, ტერიტორია, სადაც ცეცხლია მოდებული, კვამლით არის მოცული, რის გამოც ხილვადობა დაბალია, ხაჩიძის განმარტებით ცეცხლის შედეგად დაახლოვებით 20-25 ჰექტარი ტყის მასივია დამწვარი. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე მაქსიმალურად არის მობილიზებული სამაშველო ძალები და ტექნიკა. თუმცა ცუდი ხილვადობის გამო, მუშაობა გართულებულია.